Friday, 2024-04-19, 23:06
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
Forum moderator: Salvatore, san_i, metalist, shako0lp  
Geo Ad™ Forum » Xelovnebis Dargebi » Literatura » moderator-SALVATORESAGAN.... (alternatiuli poeziis gverdi....)
moderator-SALVATORESAGAN....
SalvatoreDate: Saturday, 2008-01-12, 17:15 | Message # 1
Sergeant
Group: Moderators
Messages: 27
Reputation: 1
Status: Offline
--Gtavazobt alternatiuli poeziis temas...
Yvela, vinc cert leqsebs da tqveni poezia migachniat tanamedroved, axleburi formebis damamkvidreblad, avangardad, modernad da novaciad...
aq shegizliat ganatavsot aseti leqsebi....(bodishi, am komptan qartuli shripti araa!). Sauketeso avtorebs me, poeti da multimedia-artisti-G.bundovani-shevarchev da shesazloa romelime tqvengani agmochndes, uaxloes momavalshi, mocveul stumar-avtorad, chems mier sul male ganxorcielebad proeqtshi--"ERTI XELOVANIS DGE", romelic gaimarteba, tavidan tveshi ertxel,- "KAVKASIUR SAXLSHI"...
-dAMATEBIT CNOBEBS GACNOBEBT DAINTERESEBULT... book


Salvatore (Toto) Cutugno-s Qartuli Fan-klubis daarseba!
 
admiraliDate: Saturday, 2008-01-12, 18:27 | Message # 2
Major-general
Group: Moderators
Messages: 360
Reputation: 2
Status: Offline
კარგია , Salvatore

ამ ფორუმზე მეც შევეცდები მოვიწვიო ის ხალხი ვინც ნამდვილად შეეცდება გარკვეული ნოვატორული ტრანსფორმაცია მოახდინოს დღევანდელ დოგმატურ დითირამბულ და კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილ ნეგატიურ ფსევდოპოეზიაზე, რომელმაც სამწუხაროდ ფეხი მოიკიდა დღევანდელ ახალგაზრდობაში, მართალია ეს გამოწვეულია უზარმაზარი ინფორმაციული ტალღების მღელვარების გამო მსოფლიოში, რამაც დააბნია და თავგზა აუბნია ბევრს..ისინი არასწორად აღიქვამენ ფასეულობებს და წერენ სრულიად აბსტრაქტულად.

თუ სისტემატიურად იქნება ასეთი პოეზიის საღამოების გამართვის შესაძლებლობა სწორედ ეს გახდება ალტერნატიული პოეზიის გაძლიერების ერთერთი საშუალება, რომელიც კრიზისშია ჩვენი ხელისუფლების მხრიდანაც, ამის თქმის არ შემეშინდება, რადგან ისინი მხოლოდ ერთი მიმართულებით ანვითარებენ პოეზიის მიმდინარეობას, მხოლოდ იმათ აძლევენ მხარდაჭერას ვინც მხოლოდ მათ აქციებს ახმოვანებს და ასე შემდეგ.


chven gagvimartlebs...

Message edited by admirali - Saturday, 2008-01-12, 18:34
 
tatia_garciaDate: Monday, 2008-01-14, 19:03 | Message # 3
Lieutenant-general
Group: Moderators
Messages: 662
Reputation: 3
Status: Offline
Salvatore,

leqsebs ar vtser magram tsavikitxav didi siamovnebit da shegifasebt

dry


f**k all your fantasy

 
admiraliDate: Tuesday, 2008-01-15, 10:50 | Message # 4
Major-general
Group: Moderators
Messages: 360
Reputation: 2
Status: Offline
რითმულად წაიკითხეთ და იფიქრეთ....ეს პირველი და სხვა მრავალი happy

დროების მოკლე ანალოგია

1. ფუჭი ცბიერება

ჩუმი, უდრეკი, სწორი და ცივი
სურათად ქმნილი,
“ღვთის ხატად” ქმნილი,
ყოველთვის ცდილობ
ზრახვის დამალვას,
ფიქრის დამალვას
მაინც თავს იკრავ
გილიოტინაზე,
შენთვის ფუჭია
განგება ღვთისა.
მთლად დაგიკარგავს
სახის სინაზე
და რომც აიშვა,
რომც აიწყვიტო
კვლავ სურვილები
ათას ნიღაბქვეშ
იგივე რჩება ტაძართ
წინაშე.
მაგრამ სხვაგან
ხარ, წასული ჩვენგან
გადახვეწილი უცხო მიწაზე.
მახსოვს დაჭრილი
მხეცივით რბოდი
ხალხისთვის ღმერთი,
ღმერთისთვის ეშმა
და მყრალი სუნი,
ბინძური სუნი
დატოვა შენმა
ცოცხალმა ლეშმა.
ვინც მოატყუე,
ვინც დააყრუე,
თვალწინ გაჰხედნე,
ვითარცა ცხენნი.
შემოიყარე მონდობილნი
მაღალ ტახტის ქვეშ.
თუმც დროის შემდეგ
აზრი არ ჰქონდა
ფარდა ახადე,
ასწიე რიდე,
თვალში ჩაგხედეს
მიგიხვდნენ ბრძენნი,
და როგორც
შლეგმა განდევნას
მათსას არ დაერიდე,
არ დაერიდე.
მკვდრეთით აღმდგარნი
წყალწაღებულნი
ხავსს მოეჭიდნენ.
შუბლშეიჭმუხნე, როცა
შეიტყვე გაგექცნენ ტყვენი,
უფალმა იხსნა და ფონს გავიდნენ.

2. ბუმერანგის მოლოდინი

უკურნებელი მოვა
დრო, ჟამი.
ნაბიჯს გადადგამ,
თუ უკან დაიხევ
თავს დაგეცემა
გაქცეულთ რაზმი,
შენი თილისმაც,
ქაჯეთის ციხე.
უნდობი ქარი,
უნდობი წამი,
ხელებს შემოგხვევს
ავი ტარტარი,
თითქოს აღგიდგა
ერთი საყდარი,
თუმც შეგაცდინეს
ვნებებმა შლეგმა.
არც ხატი დაგრჩა,
არც საფიცარი.
ტახტი და კვერთხი
უნდა შეცვალოს
შავმა, ღრმა ხარომ,
შავმა დილეგმა.
ტახტი და კვერთხი
სამარადჟამოდ
უნდა შეცვალოს
შავმა დილეგმა.

3. მოლოდინის ეპილოგი

და აი მეფე!
ეს მოდის მეფე.
მეფე ნამდვილი
ჩვენი საწმყსოსი.
ამხედრებულა
ცეცხლოვან რაშზე.
ხელში უპყრია
გაშიშვლებული, გრძელი
მახვილი.
გამოწყობილი მეფურ
სამოსში თვალებს
ხეობის სიგრძეს აყოლებს.
არც დაქანცულნი
და არც დაღლილნი
მოდიან ცხენნი
ფაფარაშლილნი.
მწყობრი ნაბიჯით
ფეხაწყობილი,
ქვეითი ბევრი.
კუპრივით შავი,
შეღებილ წვერით
მათ წინ მიუძღვის
იონა ბერი,
ცივი იერით
მის სანდო სახეს
მთლად დაუკარგავს
კეთილი ფერი.
ერთად მომავალ
მხედართა შორის
გამოკვეთილა უცხოთა
რაზმი, ცალკე სამოცი
იანიჩარი, ხელში
მახვილით, ჯვრიანი ფარით.
უეცრად მეფე შეჩერდა უმალ.
ველს გადაავლო
მან მზერა ქორის
შორს დაინახა, რომ
ქალაქიდან
მობრუნებულა მხედარი ორი.
მოსვლისთანავე მიეჭრნენ
მარდად.
მეფეს აუწყეს
უთხრეს სიტყვანი,
რომ თბილისიდან
გაიქცა ირანს,
მოგვშორდა ხალხის
ურჩი ტირანი.
ყველა გაყუჩდა მოლოდინში,
ბერი იონაც უხმოდ მტირალი.
ჩემო მხედრებო თქვენ იცით
მედგრად !
მტარვალს წაართვით
მთელი დოვლათი,
წამოიყვანეთ ტყვეები
ბლომად, რამდენსაც
შეძლებთ, ასი თუ ათი.
თან წამოიღეთ
რაც მოიპარეს,
უკუღმა შესვით ვირზე
ჯალათი
და სანამ ჩემთან
მას მოიყვანდეთ
შემოატარეთ მთელი
ქალაქი.
ახლა კი გასწით
მხედრებო ჩქარა !
გადაიფრინეთ ველნი,
ქარაფნი.
ოღონდ ცოცხლები
დამიბრუნდით და
სულ თქვენი იყოს
მთელი ალაფი.
ყველას სჯეროდა
მისი სიტყვისა
მათრახი ცხენებს
შემოჰკრეს ერთად
და უსწრაფესად
ციდან სეტყვისა
გეზი აიღეს
მათ მტრისკენ
მკვეთრად.

4. ეპილოგი

მხოლოდ თორმეტი
კაცის ამარა
მიუახლოვდა მეფე
სასახლეს.
მან თვისი ტახტი
კვლავ ჩაიბარა
მადლიერების გრძნობით
აღსავსემ.
ღმერთის სახელზე
გამართა გრძელი
სუფრა სალხინო.
გამართა ლხინი,
მაგრამ რა ლხინი
ივსება ყანწი,
ივსება სურა,
მდინარესავით
ილევა ღვინო.
ღმერთმა დალოცოს
ასეთი ტურფა,
როცა მთავრდება
ღიღინ-ღიღინით
ლაზათიანი
ქართული სუფრა,
დამათრობელი ქართული
ღვინო.

5. პოსტსკრიპტუმი

ცხოვრება მუდამ
ამბობს ქარაგმებს
დრონი მეფობენ
არა მეფენი
მავანთ დროება
მათი ღმერთია
მხოლოდ ჩვენში კი
იგებს მომთმენი.
ბრძენნი მეფობენ
არა მყიფენი
ყველაფერს უძლებს
ჭკუა-გონება.
მანკიერებას არ აქვს
საზღვარი,
ადამიანთა ბინძურ ბუნებას.
თუმცა შიში აქვს
შეზავებული მცდარ
განდიდებას, ყრუ-მუნჯ
ქმედებას.
ცხოვრება უკვე
ამბობს სიმართლეს
მალე მოიტანს
კვლავ სინამდვილეს
და ამ ულმობელ
წუთისოფელში
სიმართლე მაინც
გაინავარდებს.
არ შეჩერდება ეს ქარავანი
რა შეაფერხებს?
არაფერია,
ძაღლის ყეფა
ყეფადვე რჩება.
საკვირველია ამ ქარავანს
მიუძღვის ქარი,
ხალხის, ბრმა ხალხის
ნაკვალევიც უკან არ რჩება...
მაშ ვის გარიყავს
მომავლისკენ დროის საცერი?
იმათ ვინცა ჰყეფს და
ვის მიმართაც სამუდამო
ზიზღი არ ქრება.
იღება კარი და
ზღურბლი
ჩნდება აგონიაში
მყოფი ხალხისთვის.
სულ მალე ყველა
შეიგნებს წარსულს,
შეიგნებს აწმყოს,
მომავლის ფერხულს
და გაიხსნება ყოველი ჯაჭვი,
ჯაჭვი პირობით,
თუ უპირობო
არ ეყოლებათ დესპოტი “მავრნი”
არასდროს შეცვლის
მათგანს მომდევნო.
კაცი იქნება ადამიანი,
სახელი მისი კეთილსიმბოლო.

შეფასებისას პარალელებიც იკვეთება დღევანდელობის სინამდვილესთან...


chven gagvimartlebs...

Message edited by admirali - Tuesday, 2008-01-15, 10:54
 
SalvatoreDate: Tuesday, 2008-01-15, 13:38 | Message # 5
Sergeant
Group: Moderators
Messages: 27
Reputation: 1
Status: Offline
--ადმირალო--ბრავო, ბრავისიმო!!! თუ შენია?! applause

მიბაძეთ ადმირალს სხვებმაც... ოღონდაც არა მხოლოდ ეროვნულ-პატრიოტული და პოლიტიკური ლირიკით!...
-ალტერნატიული გვინდა, პოეზია!... ავანგარდული... happy

”თათია-გარცია”, რათქმაუნდა, გამიხარდება თქვენი და სხვების შეფასებებიც!! smile


Salvatore (Toto) Cutugno-s Qartuli Fan-klubis daarseba!
 
admiraliDate: Tuesday, 2008-01-15, 16:44 | Message # 6
Major-general
Group: Moderators
Messages: 360
Reputation: 2
Status: Offline
Salvatore, კი ჩემია......სხვებსაც მოვაყოლებ... happy

chven gagvimartlebs...
 
GeoAdDate: Wednesday, 2008-01-16, 00:39 | Message # 7
Admin
Group: Administrators
Messages: 782
Reputation: 6
Status: Offline
admirali,

საღოლ ძმაო მაგარი იყო. pray pray pray


ფეხი დამადგით გულზე ყოველთა
 
SalvatoreDate: Wednesday, 2008-01-16, 15:00 | Message # 8
Sergeant
Group: Moderators
Messages: 27
Reputation: 1
Status: Offline
--იაქტიურეთ ალტერნატიული სახისა და ფორმის ლექსების დაფოსტვაში... smile
უთხარით თქვენ-თქვენს ახლობლებს, ვინც წერს რამეს, შემოვიდნენ ჩვენს საიტზე, დარეგისტრირდნენ და მოგვაწოდონ თავიანთი ლექსები...


Salvatore (Toto) Cutugno-s Qartuli Fan-klubis daarseba!
 
SalvatoreDate: Tuesday, 2008-01-29, 17:50 | Message # 9
Sergeant
Group: Moderators
Messages: 27
Reputation: 1
Status: Offline
--ამ თემას ვაცხადებ დახურულად...რადგან აქ, ლიტერატურა და პოეზია არავის აინტერესებს... !:(

Salvatore (Toto) Cutugno-s Qartuli Fan-klubis daarseba!
 
Geo Ad™ Forum » Xelovnebis Dargebi » Literatura » moderator-SALVATORESAGAN.... (alternatiuli poeziis gverdi....)
  • Page 1 of 1
  • 1
Search:

Copyright MyCorp © 2024 Free web hostinguCoz