10 mcneba - Geo Ad™ Forum
Tuesday, 2016-12-06, 21:54
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
Forum moderator: TRINITY 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Religia » 10 mcneba (da mati ganmarteba)
10 mcneba
zvioDate: Friday, 2008-02-22, 13:20 | Message # 1
Colonel-general
Group: Administrators
Messages: 1176
Reputation: 2
Status: Offline
ათი მცნება
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.


Nothing in life is for free, everything has price
You start to pay when you're born until the day you die
 
zvioDate: Friday, 2008-02-22, 13:21 | Message # 2
Colonel-general
Group: Administrators
Messages: 1176
Reputation: 2
Status: Offline
არქიმარნდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი
ათი მცნების განმარტება
პირველი მცნება
მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
პირველი მცნებით ღმერთი გვიბრძანებს, ვიცნოთ და პატივი ვცეთ მას, გვწამდეს ღმერთი, იმედი გვქონდეს მისი, გვიყვარდეს იგი და ვემორჩილებოდეთ მის ნებას, თაყვანი ვსცეთ მას, ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას, ყოველი კაცის წინაშე აღვიაროთ იგი ჩვენს ღმერთად და არ უარვყოთ იგი.
გულმოდგინედ ვისმინოთ სიტყვა ღვთისა ეკლესიაში, ვიკითხოთ საღვთო წერილი და წმიდა მამათა ნაწერები. პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვებია:
1. უღმერთოება, როდესაც უგუნურნი იტყვიან: არა არს ღმერთი;
2. მრავალღმერთიანობა, როდესაც აღიარებენ მრავალ ცრუ ღმერთს;
3. ურწმუნოება;
4. მწვალებლობა;
5. განდგომილება;
6. სასოწარკვეთილება;
7. მკითხაობა და ცრუმორწმუნეობა.
მეორე მცნება
არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს:
კერპთა თაყვანისცემას.
კერპი არის ცრუ ღმერთების გამოხატულება.
მეორე მცნება არ გვიკრძალავს ხატის თაყვანისცემას, ვინაიდან ხატი არის გამოხატულება ჭეშმარიტი ღვთისა და მისი წმინდანებისა. და, როცა ჩვენ ხატს თაყვანსა ვსცემთ, გონების თვალით უნდა მივხედოთ ღმერთს და იმ წმინდანებს, რომელნიც ხატზე არიან გამოხატულნი.
ეს მცნება გვიკრძალავს: კერპთა თაყვანისცემას, ანგარებას, გემოთმოყვარებას, ნაყროვანებას, სიმთვრალეს.
მესამე მცნება
არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს ღვთის სახელის ცუდად ხსენებას. ღვთის სახელი უნდა ვახსენოთ: ლოცვაში, საღვთო სწავლაში და ფიცის მიღების დროს.
ეს მცნება გვიკრძალავს: ღვთის გმობას, ღმეთზე საყვედურს, ქირდვას, როცა საღმრთო საგნებს გახდიან სახუმაროდ ან საგინებლად, უყურადღებობას ლოცვისადმი, ცრუ ფიცს, ფიცის დარღვევას, ღვთისადმი მიცემული აღთქმის დარღვევას და უბრალო დაფიცებას.
მეოთხე მცნება
მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
ღმერთი ამ მცნებით გვიბრძანებს: ექვს დღეს მუშაობას, ხოლო მეშვიდე დღის ღვთისათვის შეწირვას.
ქრისტიანები ვდღესასწაულობთ კვირას და აგრეთვე სხვა დღეებს, რომლებიც დადგენილია სადიდებლად უფლისა იესო ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმინდანებისა. კვირას და სხვა დღესასწაულების დროს უნდა ვესწრებოდეთ ღვთის მსახურებას ეკლესიაში, მომეტებულად ვლოცულობდეთ შინ, ვკითხულობდეთ საღვთო წერილს, უნდა შევსწიროთ რაიმე ტაძრის სასარგებლოდ, აღმოვუჩინოთ შემწეობა ღარიბთა, ვნახოთ ავადმყოფნი, საპყრობილეში მყოფნი და სხვ.
რომელნიც დღესასწაულებში გაერთობიან უწესო თამაშობით და უზომო სმა-ჭამით, არღვევენ დღესასწაულის სიწმინდეს.
გარდა დღესასწაულებისა ვსწირავთ ღმერთს მარხვის დღეებს.
მეხუთე მცნება
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
ამ მცნებით ღმერთი გვიბრძანებს მშობელთა პატივისცემას და მათ მორჩილებას.
1. მათთვის უნდა ვევედროთ ღმერთს;
2. უნდა ვეხმარებოდეთ მათ შრომისა და საჭიროების დროს;
3. უნდა ვასაზრდოოთ და მოვასვენოთ ისინი ავადმყოფობისა და მოხუცებულობის დროს;
4. სისწორით ავასრულოთ მათი ანდერძი, თუ ის ღვთის სჯულისა და სამოქალაქო კანონის წინააღმდეგი არ არის.
მშობლების გარდა ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ხელმწიფეს, სულიერ მწყემსთა და მასწავლებელთა, აღმზრდელთა და კეთილისმყოფელთა და ხნით უხუცესთა.
საღვთო წერილი ხელმწიფის პატივისცემაზე გვასწავლის:
„ღვთის გეშინოდენ, შვილო, და მეფისა, და ნურცა ერთსა მათგანსა წინ აღუდგები“. „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა“.
მეექვსე მცნება
არა კაც-ჰკლა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას.
ყველა მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში.
სჯულის დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს, რომლის უბრალოება მან იცის; როცა მალავენ, ან ათავისუფლებენ მკვლელს და მით აძლევენ საშუალებას, რომ ახალი მკვლელობა ჩაიდინოს; როცა არ იხსნიათ ახლობელს ან მოყვასს სიკვდილისაგან, თუკი შეუძლიათ გამოხსნა.
მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, გულფიცხობას, შფოთსა და ჩხუბს.
ჩვენ ეს მცნება გვიბრძანებს: დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასისა და თავისა თვისისა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე.
მეშვიდე მცნება
არ იმრუშო.
ეს მცნება გვიკრძალავს:
მრუშობას, ანუ ყოველგვარ ურიგო და უწმინდურ ხორციელ სიყვარულს.
ამ ცოდვაში რომ არ ჩავვარდეთ, უნდა განვეშოროთ ყოველსავე, რასაც შეუძლია აღძრას ჩვენს გულში უწმინდური გრძნობა და რაც შეაცდენს კაცს, სახელდობრ, ნაყროვანებას და მთვრალობას, ცუდ სიტყვებს, ურცხვ სიმღერას, ცეკვას, თამაშსა და ხუმრობას.
ეს მცნება გვიბრძანებს: ცოლ-ქმართა ერთმანეთის სიყვარულისა და ერთგულებას, ხოლო უქორწინებელთა - სიწმინდესა და უმანკოებას.
მერვე მცნება
არ იპარო.
ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:
ქურდობა, ანუ ფარულად სხვისი ნივთის მითვისება, გაძარცვა, ანუ ძალით სხვისი ნივთის წართმევა; მოტყუება, ანუ ცბიერებით სხვისი საკუთრების მითვისება; მკრეხელობა, ანუ მითვისება იმისა, რაც ღვთისათვის შეწირულია, ანუ ეკლესიას ეკუთვნის; მექრთამეობა და მუქთამჭამელობა, როცა საქმისათვის გასამრჯელოს იღებენ და საქმეს არ აკეთებენ, ანდა შეუძლიათ მუშაობა და არ მუშაობენ და მოწყალებით ცხოვრობენ; ანგარება, როცა ავიწროებენ მოყვასს (სხვა კაცს), სარგებლობენ მისი გაჭირვებით, მაგალითად, იღებენ დიდ სარგებელს.
მერვე მცნება გვასწავლის: უანგარობას, ერთგულებას, პატიოსნებას, მართლმსაჯულებას და ღარიბთა შეწყალებას.
მეცხრე მცნება
არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები:
ცრუ მოწამეობა სასამართლოში;
ცილისწამება, ესე იგი სიცრუით საჩივარი და ყოველივე სიცრუე.
ეს მცნება გვასწავლის: ყოველთვის უნდა ვამბობდეთ სიმართლეს.
მეათე მცნება
არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ეს მცნება გვიკრძალავს: არა თუ ცუდ საქმეს, არამედ ცუდ სურვილსაც და ცუდ ფიქრსაც, რომ ცუდმა ფიქრმა და სურვილმა არ მიგვიყვანოს ცუდ საქმემდე.
ამ მცნების წინააღმდეგი ცოდვაა შური.
ეს მცნება გვასწავლის: რომ გვიყვარდეს სხვა, როგორც საკუთარი თავი, და გვინდოდეს სხვისთვის ყოველივე კარგი; კმაყოფილი ვიყოთ მით, რაც გვაქვს, და დავიცვათ გული წმინდად.


Nothing in life is for free, everything has price
You start to pay when you're born until the day you die
 
everestDate: Tuesday, 2008-02-26, 14:46 | Message # 3
Sergeant
Group: Users
Messages: 31
Reputation: 0
Status: Offline
angel angel angel applause applause applause good good good

MTSVERVALI
 
zvioDate: Tuesday, 2008-02-26, 17:14 | Message # 4
Colonel-general
Group: Administrators
Messages: 1176
Reputation: 2
Status: Offline
everest,
thanx wink


Nothing in life is for free, everything has price
You start to pay when you're born until the day you die
 
magdaDate: Friday, 2008-02-29, 01:10 | Message # 5
Major-general
Group: Moderators
Messages: 356
Reputation: 0
Status: Offline
zvio,

wow
magariaaaaaa

 
TRINITYDate: Friday, 2008-02-29, 14:08 | Message # 6
Man
Group: Moderators
Messages: 14
Reputation: 0
Status: Offline
zvio,

applause applause applause


სამებაო ერთარსებაო, დიდება შენდა.
 
qetushkiDate: Friday, 2008-02-29, 16:44 | Message # 7
Lieutenant
Group: Users
Messages: 57
Reputation: 0
Status: Offline
applause applause angel angel angel bravooo

avril so cool :P
 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Religia » 10 mcneba (da mati ganmarteba)
Page 1 of 11
Search:

Copyright MyCorp © 2016 Free web hostinguCoz