INFORMACIA - Geo Ad™ Forum
Thursday, 2016-12-08, 13:57
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
Forum moderator: TRINITY 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Religia » INFORMACIA (INFORMACIA)
INFORMACIA
TRINITYDate: Sunday, 2008-02-03, 14:06 | Message # 1
Man
Group: Moderators
Messages: 14
Reputation: 0
Status: Offline
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა

საქართველოს ეკლესია გულისტკივილით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გადაუჭრელი რჩება მთელი რიგი პრობლემები.

ვფიქრობ, ორივე მხარეს აქვს სურვილი მათი მშვიდობიანი მოგვარებისა, მაგრამ პროცესები, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნელა ვითარდება.

დიდი პატივისცემით მივმართავ როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ისე საქართველოს მთელ მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ სიბრძნე, მოთმინება, ერთმანეთის მოსმენის უნარი, რათა არ მოხდეს არსებული დაპირისპირების გამწვავება და უმართავი პროცესების განვითარება.

მოვუწოდებ ორივე მხარეს გააგრძელონ მუდმივი კონსულტაციები, რათა ახლაც და მომავალშიც ნებისმიერი რთული საკითხი გადაწყდეს მოლაპარაკებით.

საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის ორივე მხარე ვალდებულია წავიდეს გარკვეულ დათმობებზე.

15 იანვარი, 2008 წ.

საჯარო ნათლობა სამების ტაძარში

19 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საღამოს 6 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, წმინდა სინოდის წევრებთან და ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად საჯარო ნათლობა აღასრულა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოში არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო, ახალგაზრდა ოჯახების წასახალისებლად გამოთქვა სურვილი, გახდეს საქართველოში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო ბავშვის ნათლია. მსურველებმა კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში შეიტანეს შესაბამისი განცხადებები და გაიარეს რეგისტრაცია. შემოსული განცხადებების საფუძველზე ნათლისღების დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქი 530 ბავშვის ნათლია გახდა.

ნათლობის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დალოცა თავისი ნათლულების ოჯახები.

გარდაიცვალა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი

2008 წლის 16 იანვარს, დილის 5:00 სთ-ზე 63 წლის ასაკში ღვთივ განისვენა ბატონიშვილმა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონმა.

ბატონიშვილი ხორხე ბაგრატიონი ესპანეთში დაიბადა. მამამისი, ირაკლი ბაგრატიონი XX საუკუნის შუა წლებში ქართული ემიგრანტული ორგანიზაციების მიერ ოფიციალურად იყო აღაირებული საქართველოს სამეფო ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. 1977 წელს, ირაკლი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, სამეფო დინასტიის პირდაპირ მემკვიდრედ სამეფო ტახტზე ცნეს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი.

ბატონიშვილი გიორგი ახალგაზრდობაში ცნობილი ავტომრბოლელი გახლდათ, შემდგომში იგი ბიზნესით დაკავდა.

გიორგი (ხორხე) ბაგრატიონს ჰყავს 4 შვილი - სამი ვაჟი და ერთი ასული. მისი ერთ-ერთი ვაჟი, 32 წლის დავითი უკვე4 წელია, საქართველოში ცხოვრობს.

თავად ხორხე ბაგრატიონი საქართველოში პირველად 5 ნლის წინ ჩამოვიდა. ერთი წლის წინ კი საქართველოში გადმოსახლდა.

განსვენებული ბატონიშვილის ცხედარი 16 იანვრიდან 19 იანვრამდე დასვენებული იყო თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. 19 იანვარს, დილის 8:30 სთ-ზე მისი ნეშტი სვეტიცხოველში გადაასვენეს.

20 იანვარს მიცვალებულის სულის საოხად წირვა აღევლინა. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ შესრულდა წესის აგება.

იმავე დღეს 16:00 სთ-ზე გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

Added (2008-02-03, 14:06)
---------------------------------------------
ათონის მთაზე ქალებმა სცადეს შეღწევა

საბერძნეთის პოლიციამ ათონის მთიდან გამოაძევა რამდენიმე ქალი, რომლებმაც დაარღვიეს წმინდა მთის ტერიტორიაზე ქალთა შესვლის ათასწლოვანი აკრძალვა. დამრღვევებმა მხოლოდ რამდენიმე მეტრით შეძლეს აკრძალულ ტერიტორიაზე შესვლა - „ათონის კარიბჭედ“ წოდებულ ადგილამდე მიტოვებული მონასტრის ზიგუს მახლობლად. საბერძნეთის კანონმდებლობით ამგვარი დარღვევა ციხით ისჯება.

ქალებმა განაცხადეს, რომ მათი მხრიდან ეს საქციელი ხსენებული აკრძალვის „სიმბოლური დარღვევა“ იყო პროტესტის ნიშნად, რომელიც განპირობებულია ათონის მონასტრებისადმი მიმდებარე ტერიტორიების გადაცემით.

ათონის მთა წმინდა ადგილად IX საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ ბასილი I-ის ბრძანებით გამოცხადდა. საქართველოს მსგავსად, ათონი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრად ითვლება - ქალისა, რომელიც უხილავად მუდამ იმყოფება ამ ნახევარკუნძულზე.

ქალთა მიერ ათონის მთის ტერიტორიაზე ყოფნის აკრძალვა ანუ - „ავატონი“ დაირღვა 1770 წელს, როდესაც აქ იმალებოდნენ თურქთა ბატონობის წინააღმდეგ წარუმატებელი ამბოხის შედეგად დევნილი ქალები, ასევე - 1821 წლის თავისუფლებისათვის ომის პერიოდმი.

XX საუკუნის 30-იან წლებში ათონზე შეაღწია მამაკაცად გადაცმულმა მაშინდელმა ბერძენმა „მის ევროპამ“ ალიკი დიპლირაკუმ, რითაც იგი შემდგომში ამაყობდა კიდეც. განსხვავებული გრძნობები გამოამჟღავნა ევგენია პეიუმ, რომელიც 1948 წლის სამოქალაქო ომის დროს, ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, 17 ნლის ასაკში ათონის სამონასტრო ტერიტორიაზე აღმოჩნდა. იგი შემდგომმი ღრმად ნანობდა ამ გაუაზრებელ ცოდვას.

რამდენიმე წლის წინ საბერძნეთის ხელისუფლებამ ნეგატიურად აღიქვა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მოითხოვდა ავატონის აკრძალვას ქალთა და კაცთა თანასწორუფლებიანობის მოტივით. საბერძნეთის მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ კვლავაც პატივს მიაგებს ამ ძველ ტრადიციას.


სამებაო ერთარსებაო, დიდება შენდა.

Message edited by TRINITY - Sunday, 2008-02-03, 14:01
 
DitoDate: Thursday, 2008-02-21, 22:28 | Message # 2
Colonel
Group: Moderators
Messages: 160
Reputation: 0
Status: Offline
 
magdaDate: Friday, 2008-02-29, 01:13 | Message # 3
Major-general
Group: Moderators
Messages: 356
Reputation: 0
Status: Offline
TRINITY,

applause applause applause

 
TRINITYDate: Friday, 2008-02-29, 14:05 | Message # 4
Man
Group: Moderators
Messages: 14
Reputation: 0
Status: Offline
პატრიარქის ნათლულებს ნათლობის მოწმობები
და დალოცვის სიგელები დაურიგდათ

8 თებერვალს, დავითობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძართან არსებულ ახალგაზრდობის ცენტრში პატრიარქის ნათლულების ოჯახებს გადაეცათ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ხელმოწერილი ნათლულების დალოცვის სიგელები და ნათლობის მოწმობები.

გთავაზობთ დალოცვის სიგელის ტექსტს:

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ღმერთო ძლიერო, ყოვლად წმიდაო სამებაო, დალოცე და ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილად აღზარდე ნათლული ჩემი.
მიანიჭე მას სიყვარული შენი და მოყვასისა, მიჰმადლე მრავალჟამიერი სიცოცხლე და სიბრძნე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული წმიდა და სული წრფელი, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა თვისისა; მიეც თავმდაბლობა და სიმშვიდე, შრომისმოყვარეობა და ერთგულება, მტკიცე და მრავალშვილიანი ოჯახი და პატივისცემა მშობელთა, რათა კეთილი ეყოს და დღეგრძელი იყოს ქუეყანასა ზედა.

უფალო და მეუფეო, დაიფარე ნათლული ესე ჩემი საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა. წარსდევნე მისგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მისნი და აცხონე სული მისი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.

ამინ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II



სამებაო ერთარსებაო, დიდება შენდა.
 
TRINITYDate: Friday, 2008-02-29, 14:07 | Message # 5
Man
Group: Moderators
Messages: 14
Reputation: 0
Status: Offline
ახალგაზრდობის ცენტრის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტლექტუალური განვითარების ცენტრში (წმინდა სამების საკათედრო ტაძარში) მიმდინარეობს შემეცნებითი საუბრები, რომელიც ტარდება ყოვლდღე 15 სთ-ზე. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. ორშაბათი (18.02.08) რელიგია და ფილოსოფია
დიალოგის თემა: „პოსტშობისეული მოვლენები სახარების მიხედვით“
საუბარს წარმართავს მღვდელი ლევან მათეშვილი

სამშაბათი (19.02.08) ისტორია
დიალოგის თემა: „ისტორიული და თანამედროვე ენობრივი სიტუაცია საქართველოში“
საუბარს წარმართავს პროფესორი მანანა ტაბიძე.

ოთხშაბათი (20.02.08) სოფლის მეურნეობა და ბიოუსაფრთხოება
საუბარს წარმართავს ნიკოლოზ ზაზაშვილი

ხუთშაბათი (21.02.08) ხელოვნება და კულტურა
დიალოგის თემა: „რა არის ტაძარი“
საუბარს წარმართავს ქეთევან აბაშიძე

პარასკევი (22.02.08) დიალოგის თემა: „სამედიცინო საჭირბოროტო საკითხები ეკლესიის გადასახედიდან“
საუბარს წარმართავს მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე

კვირა (24.02.08) სამების საკვირაო სკოლაში, წირვის შემდეგ, რელიგიურ თემაზე საუბარს წარმართავს ბერი ანტონი (კანდელაკი), რის შემდეგაც გაიმართება ფილმის ჩვენება.



სამებაო ერთარსებაო, დიდება შენდა.
 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Religia » INFORMACIA (INFORMACIA)
Page 1 of 11
Search:

Copyright MyCorp © 2016 Free web hostinguCoz