Levan Songhulashvili - Geo Ad™ Forum
Friday, 2016-12-09, 15:33
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
Forum moderator: san_i, shako0lp 
Geo Ad™ Forum » Xelovnebis Dargebi » Mxatvroba » Levan Songhulashvili
Levan Songhulashvili
KORLEONEDate: Saturday, 2008-12-06, 20:52 | Message # 1
Man
Group: Users
Messages: 1
Reputation: 0
Status: Offline
ლევან ს ო ნ ღ უ ლ ა შ ვ ი ლ ი გახლავთ მხატვარი...ასევე წერს ლექსებს; პოემებს; მოთხრობებს; რომანებს; პიესებს... მუსიკებს...უკრავს გიტარაზე და ფორტეპიანოზე; მღერის ქართულ ხალხურ სიმღერებს; მონაწილეობს (მინი)სპექტაკლებში...ხშირად სპექტაკლებს თვითონ დგამს... და ინგლისურად თარგმნის წიგნებს.
მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონკურსებში (სხვადასხვა სფეროში)
და დაჯილდოვებულია I ხარისხის;გამარჯვების დიპლომებითა და სიგელებით.
ლევან სონღულაშვილი დაიბადა 1991 წ. 17 აგვისტოს. ამჟამად 17 წლისაა და სწავლობს სკოლაში.

ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები (სხვადასხვა ასაკში)

"მოხუცი ქალის პორტრეტი" (15 წ.)

"ხევის ბერი" (14 წ.)

"დაუზანო" (16 წ.)

Added (2008-12-06, 20:42)
---------------------------------------------
"ქრისტეს შეპყრობა გეთსიმანიის ბაღში" (15 წ.)


რომაელი(დეტალი)

ქრისტეს მოციქული

უფალი იესო ქრისტე (დეტალი)

Added (2008-12-06, 20:44)
---------------------------------------------
"რ ი ს თ ვ ი ს ?!" (ეს ნახატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემას ეძღვნება)
(16 წ.)

"დედოფალი ელიზაბეტი" (14 წ.)

Added (2008-12-06, 20:45)
---------------------------------------------
"ოთარაანთ ქვრივი" (16 წ.)

* * *

Added (2008-12-06, 20:46)
---------------------------------------------
"რემბრანდტ ვან რეინი" (15 წ.)

"აზდაკი" (რამაზ ჩხიკვაძე; სპექტაკლიდან:"კავკასიური ცარცის წრე") (14 წ)

(ესკიზი) (12 წ.)

Added (2008-12-06, 20:47)
---------------------------------------------
"ლეილა"

Added (2008-12-06, 20:48)
---------------------------------------------

[img]http://www.prolifekelowna.com/images/unborn-baby%20copy.jpg[/img]

ფიქრთა სავანე... (გარეთ)

ნეტავ რას ფიქრობს?! თქვენ რა... იცით, რას ლაპარაკობს?! არა, რა თქმა უნდა, არ იცით, ისევე როგორც მე.
აბა მოდით, ერთად შევაღოთ კარი მის სამყაროში და ყური დავუგდოთ მის წმინდა ფიქრებს: --- აქ, შიგნით ვზივარ და წყალში ისე ვტივტივებ, როგორც ნოეს კიდობანი წარღვნისას. სივრცეც პატარაა... არა... მართალია, დიდი არც მე ვარ, მაგრამ ამ ადგილისთვის არც პატარა ვარ. აუ... მაგრად მომშივდა და სითხის მიღებაზეც არ ვიტყოდი უარს. რომ გამოვაფხიზლო მუცლის ზედა ნაწილში ერთი ორჯერ წავარტყამ ხელ-ფეხს, ისევე, როგორც ქვედაში __ თავს, რადგან ახლა ამოვტრიალდი და უკუღმა ვტივტივებ; ყველაზე უარესი კი ისაა, რომ წაღმა ვეღარ ვტრიალდები, თანაც თავი გამეჭედა. ნეტავ ეს რისი ბრალი უნდა იყოს?! ალბათ იმის, რომ დიდი და შესაბამისად, მძიმე თავი მაქვს. იმის მაგივრად, რომ ჩემი მოთხოვნილება დააკმაყოფილონ, თითებით მეფერებიან, იცინიან და მეთამაშებიან, რაც მე მაღიზიანებს და ტირილი მინდება... თუმცა არ ვიტირებ, რადგან თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ... რა გაჭირვება?! მაგალითად, ის, რომ ტანად გრძელებს, თავი მაღლები ჰგონიათ, როგორც ფიზიკურად, ასე გონებრივადაც; თუმცა ალვის ხეც გრძელია, მაგრამ ამით რა ხეირი?! ჩრდილის გარდა, არაფერ სარგებელს არ იძლევა და ისიც შესაძლოა ისე დაეცეს, რომ მნიშვნელობაც არ იქონიოს... ეჰ, რა ჩამოთვლის ხალხის...
ნეტავ მეც ასეთი ვიქნები?! როგორი და მათნაირი; ყველასნაირი. ნეტავ რა უკეთესია: ის, რომ სხვებისნაირი ხარ და მათ არაფრით აღემატები, თუ მათგან განსხვავებული?! ან რაა აქედან უარესი: ის, რომ გენიოსი ხარ, რომელსაც "საზოგადოება" არ აფასებს და თანაც გარიყული, თუ ჩლუნგისგან... დაბალი ინტელექტის მქონე პიროვნებისგან არაფრით განსხვავებული და "საზოგადოებისთვის" მისაღები?! ნეტავ ვიცოდე, თუ როგორ პიროვნებად ჩამოვყალიბდები ამ ცხოვრებაში, ან თვითონ ცხოვრება რა გზას დამიტოვებს ასარჩევად, ან დამიტოვებს კი არჩევანის უფლებას?! ნეტავ რამდენ ცოდვას ჩავიდენ, ან სხვები ჩემ წინაშე? იქნებ ისინი, ვინც ჩემი მიზეზით ჩემ წინაშე შეცოდავენ, გარკვეულწილად, მე ვიქნები დამნაშავე და ნაწილობრივ ჩემს კისერზე იქნება მათი ცოდვანი... ან იქნებ ის, ვინც ჩემნაირად აზროვნებს, ქადაგებს და ეკლესიაში მაცხოვრის ხატთან დგას და ლოცულობს (ხოლო რაზე, ან საერთოდ ლოცულობს თუ არა ესეც საკითხავია), როცა ცამეტ წუთში ქუჩაში ამოჰყოფს თავს, კაცს მოკლავს, წუთიერად დატკბება და თუ სინდისი გაბედავს მასტან მიკარებას, იგი იმავე ეკლესიაში მაცხოვრის ხატთან დადგება და იმ ტუჩებით ემთხვევა ხატს, რომელი ტუჩებითაც აგინებდა ამ, ან ასეთ ცხოვრებას, მაშინ იმ ხელებში სამჯერ ანთებული სანთელი, რომელი ხელებითაც კაცი მოკლა და მისი სისხლით დაიბანა, სამჯერვე ჩაქრება და იმ სანთლის გვერდით დავარდება, რომელმა სანთელმაც მსგავსი რამ განიცადა აწ გარდაცვლილის ხელში და, როცა ისინი მიიღებენ გზაჯვარედინის ფორმას, რომლის გადამკვეთ წერტილშიც შენ იდგები, იგი, შენ ჩაგჩურჩულებს, რომ ამ ოთხი გზიდან მხოლოდ ერთი გადის სამოთხეში, მაშინ კი მიხვდები, რომ ქადაგება, რომელიც "საკუთარი" გეგონა, ღვთისგან ყოფილა მოვლენილი და, ნებსით თუ უნებლიეთ, არ აფასებდი მას, სხვას განიკითხავდი და თვითონ, იმასვე, ან უარესსაც აკეთებდი, ვის საქციელზეც აუგს ამბობდი.
ახლა შიგნით ვარ და რამდენი რამ შევიტყვე, და გარეთ რომ ვიყო, აქეთ გავაგებინებდი გამგებს... მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს ...
სჯობს, ისევ საკუთარ კუჭზე ვიზრუნო. მშია!.. მწყურია!.. თუ არავინ მიცოდებს, საკუთარ თავს მე შევიცოდებ და ვიტყვი, რომ ჯერ მხოლოდ ხრტილები მაქვს და ცხრა თვის ვარ... წესით, დღეს გარეთ უნდა გავიდე... მაგრამ არ მინდა... შესაძლოა, ჩემს პატარა გულს სადღაც შორს, სიღრმეში ეპარება ცნობისმოყვარეობა, მაგრამ შიში მაინც მიპყრობს და მაძრწუნებს, რის გამოც მეკარგება ყოველგვარი სურვილი გარეთ გასვლისა და სიცოცხლით ტკბობისა.
ერთი რამ კი მაინტერესებს, თუ რას ნიშნავს სიტყვა "გაჩხერა"?! ბოლო ცამეტი დღეა ეს სიტყვა მესმის. დედაჩემი ხვწენა-მუდარით სთხოვს ვიღაც, უცნაურად მოსაუბრე კაცებს, რომ "გასაჩხერად" რაღაც მისცენ... ვერ გავიგე...
დღეს ალბათ კვლავ ქუჩაში მოგვიწევს ღამის გათევა...ღამისა, რომელიც უკიდეგანოდ გრძელდება. ისე... მახსოვს, ვიღაცამ დედიკოს გაცხარებით უთხრა, რომ თავს თუ არ დაანებებდა "გაჩხერას", რაქიტსა და ავადმყოფ შვილს მოავლენდა, რომლის ამქვეყნიური სიცოცხლეც ჯოჯოხეთს დაემსგავსებოდა.
რა ქნას დედიკომ... იბრძვის, რომ ჯანმრთელი და ბედნიერი ვიყო, სხვებს კი შურთ... ჩემი ჩასახვის დღიდან მახსოვს დედიკო რომ ტიროდა... თვალთაგან სიხარულის ცრემლები ეღვრებოდა და ამბობდა: "ყველა და ყველაფერი მკიდია, თავს არავითარ შემთხვევაში არ დავანებებო". ალბათ, ჩემზე ამბობდა, რომ ჩემთვის სიცოხლესა და ჩემზე ზრუნვას თავს არ დაანებებდა. კარგია... "გაიჩხიროს" დედიკომ, წამალია, ცუდი ხომ არაფერია... ბოლოს და ბოლოს იმდენი რამ გაყიდა, რომ ჩემი გულისთვის წამლის ფული ეშოვნა. არა... არა, როგორც კი გარეთ გავალ დიდი და სასახელო კაცი დავდგები, რათა დედაჩემს ყოველივე დავუფასო, რასაც ჩემთვის აკეთებს. ისე, ამ წამლის ის უარყოფითი და საშინელი თვისებები არ მომწონს, რომლის ზემოქმედების ქვეშაც ნელ-ნალა ვსუსტდები და ფორმას ვიცვლი... მაგრამ, ალბათ სასარგებლოა.
უი... ახლა შევიტყვე, რომ ვიღაც კაცმა დედიკოს ფული გადაუხადა... ალბათ დღესაც მუშაობდა... "სხეულით ვაჭრობდა".
აი... დედიკო ახლაც ქუჩაშია და კვლავ წამალს იკეთებს.
არა... დღესვე უნდა გავაღწიო გარეთ. დედას უნდა ვახარო ჩემი დაბადება... გადაწყვეტილია!.. თან, უკვე ეს მოწითალო, თუ სტაფილოსფერი, რომელიც გარს მარტყია და დროგამოშვებით ანათებს, როცა დედიკოს მუცელს, სინათლე, არშიებივით მოედება, ნერვებს მიშლის და მძაგს... და რა დროს ჩემი ნერვების აშლაა!.. როგორც ჩანასახები ვამბობთ, ჯერ მუცელს არ ავცილებივარ და ... მაგრამ დღეს ავცილდები.
აი მგონი უკვე გავდივარ... ნელ-ნელა წყალი, რომელშიც ვტივტივებდი, იკლებს და რაღაც ხვრელში გადის... მეც იმ ხვრელს მივყვები... დედას, როგორც ჩანს ძალა ელევა; ცდილობს, რომ იკივლოს, შველას ითხოვს.
ცამეტი წუთი არავინ ჩანდა, მაგრამ უეცრად, მანქანით ის კაცი გამოჩნდა, ვისაც წვლილი მიუძღვის ჩემ ჩასახვაში.
"ჩამსახველს" სამშობაროში მივყავართ, რადგან დედაჩემი წამლის მიცემას დაჰპირდა...
მე აღარ ძალმიძს გარეთ გასვლა... დედასთან ერთად ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. დედიკო იჭინთება და თან "ჩამსახველს" ტირილით და სისხლის დენით საყვედურობს, რომ ცამეტი წლის ასაკში იყო, როდესაც წამალი გაასინჯა და გააუპატიურა, რის შედეგადაც დედიკოს ჩაესახა ბავშვი, რომელსაც "წყეულს" უწოდებს...
ნუთუ "წყეული" მე ვარ?! არა... არრა!.. ამას ვერც წარმოვიდგენ და ვერც დავიჯერებ. ესეიგი, გარეთ თუ გავალ, დედკოს კი არ გავახარებ, პირიქით, მე მას... არა... აარა!!! შეუძლებელია. ალბათ, ისეთი რამ დავაშავე, რის შედეგადაც ვისჯები... ოღონდ დედიკომ მაპატიოს, ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთო შემინდე... შემიწყალე... იმისათვის, რომ დედამ კარგად და ბედნიერად იგრძნოს თავი, არ გავალ გარეთ... არ მინდა სიცოცხლე!.. აღარ მინდა ასეთი, "წყეული" სიცოცხლე!!! პირიქით, იმის სურვილი მაქვს რომ საერთოდ გავქრე; საიდანაც მოვედი, იქ დაბრუნება მინდა!.. უფალო გევედრები:--- დედაჩემის ბედნიერებისთვის მე დამსაჯე... დავისაჯო თუნდაც ყველაზე საშინელი სასჯელით... თუნდაც წინაპრების, ნათესავებისა და მშობლების გამო მე გავიჭყლიტო, დაე ჩამეცეს ლახვარი სულსა და გულში, რადგან ჩასახვის დღიდან ვიჭყლიტებოდი და ამ წამიდან, უკუნისამდე მძიმე სასჯელს ვატარებ ჩემს თოთო მხრებზე. უფალო, გევედრები: ქალს, რომლის სხეულშიც მე ვგდივარ, მიეცი წუთიერ სამყაროში, წამიერი სიცოხლით ტკბობის უნარი (რაც მას არ აკლია) და საშუალება; ხოლო მანდ, სასუფეველში, შენი ნებაა თუ რამდენად მიანიჭებ დამკვიდრების შესაძლებლობას; იქ, სადაც მარადიულია ნეტარი სიცოცხლე.
უკვე სამშობიაროში ვართ. დედა გამალებით რაღაცას ყვირის. მოიცა, დავაკვირდე...
ამან კი საბოლოოდ დაუსვა წერტილი ჩემს გადაწყვეტილებას და გამიქრო ყოველგვარი იმედის ნაპერწკალი. ქალი, რომლის მუცელშიც მე ჩავისახე, მთელი არსებით ღრიალებდა:--- არ მინდა ამ წყეულის გაჩენა! აღარც ამ ქალის სხეულში ყოფნა მინდა და აღარც გარეთ... სად წავიდე?! როგორ გავქრე?! არ ვიცი, რა ვქნა, რა მოვიმოქმედო... საერთოდ რა მინდა! ან მინდა რამე? მე, მხოლოდ გაქრობა მწადია... სანამ გავქრები, ვიწვები აქ და დაველოდები საკუთარ აღსასრულს.
მე ვგდივარ შიგნით, როგორც ხორცმეტი, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ მხოლოდ ვსუნთქავ და მალე ამასაც შევწყვეტ. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ისაა, რომ ჯერ სუნთქვაც არ მისწავლია და უკვე...
ვაი... რაღაც მემართება... დედიკოს გული წასვლია და მეც...
უკვე გარეთ ვარ. თურმე რაღაც "საკეისრო" გაუკეთებიათ და ამომიღეს. არ მინდა გარეთ... არა... ამქვეყნად არსებობის არანაირი სურვილი არ გამაჩნია.სწორედ წუთისოფელშია შერწყმული სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც. სად ვარ ახლა?! ერთი კი ვიცი, რომ ჩასახვის დღიდან ედემს დავშორდი.
სულ მარტო ვწევარ, სხვა ბავშვებისგან მოშორებით. ექიმებს უთქვამთ, რომ ავადმყოფი დავბადებულვარ და ორ წლამდეც ვერ გავატან. მე ახლა ვტირი... ვტირი იმიტომ კი არა, რომ ორ წლამდე ვერ მივაღწევ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი აქ, გარეთ გატარებული ცხოვრების ყოველი წამი, იქცევა ტანჯვის საუკუნედ.
ვიღაც თმაგაწეწილი, გამხდარი, თვალებჩაცვენილი და მოჩვარული, მომწვანო-მოყვითალო კანის ფერით, რომელიც თითქოს ორ წუთში გაიხრწნებაო მოდის აქ, ჩემთან და თან რაღაცას თავისთვის ბოდავს და განიწყვეტლივ ერთსა და იმავეს იმეორებს. ალბათ, სწორედ ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში პირველად ვიხილე. ნეტავ მეც ასეთი ვარ?! ხელში ამიყვანა და ზედმეტად ჩუმი ნაბიჯებით სადღაც მივყავარ... არ ვიცი რა ვქნა?! რა მოვიმოქმედო?! აღარც ტირილი შემიძლია და თან ცრემლებიც დამშრალა; მშია, მწყურია... თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ. ექიმებმა თქვეს, რომ თურმე მთელ სამშობიაროში ყველაზე სუსტი, გამხდარი და პროპორცია დარღვეული მე ვყოფილვარ. მეშინია!.. არც ის ვიცი სად მივყავარ, ან ვინ არის... ცივი ოფლი მასხამს... ვიყინები. როგორც მახსოვს, უფროსები ამბობდნენ: ძალიან ცივი და საშინლად სუსხიანი ზამთარიაო. მე კი სულ მთლად შიშველი, ვიღაცას მივყავარ.
ძლიერი ქარი ქრის. თოვლის ვეებერთელა ფანტელები ხან ცხვირზე, ხან ჭიპზე და, საერთოდ, მთელ სხეულზე მეფინება, დნება და მისგან წარმოქმნილი სითხე, კიდევ უფრო ცივდება და ზედ მეყინება, როგორც კი ქარის ნაკადი ტალღასავით გადამივლის... ნელ-ნელა გრძნობის უნარსაც ვკარგავ.
ქალი მირბის და მეც მივყავარ, თან ტირის და ცრემლთა მიერ შექმნილი, ტრაგიზმის მომცველი ნაკადული, რომელიც სათავეს ქუთუთოებიდან იღებს, მკაფიო სილაჟვარდეს აფრქვევს ღრმა და შავ-ბნელი, ჩაღამებული თვალებიდან, საიდანაც წვეთ-წვეთად იღვრება, ცრემლები, რომელთა ნაზი, აუჩქარებელი და ვნებათა აურაცხელი მოზღვავებით სავსე წვეთები, ელამუნებიან მის არაადამიანურსა და უსულო სახის თითოეულ ნაკვთს და ერთ ამოსუნთქვაში გაყინულნი, მარგალიტებივით ბრწყინავენ, ყვრიმალებსა და ღაწვებზე.
რას შვება?! ხელიდან გავუვარდი და თოვლში ჩავვარდი. მას კვლავ ავყავარ, ცდილობს უწინდელი, სწრაფი ნაბიჯებით იაროს ქარის საპირისპირო მიმართულებით და შეებრძოლოს მას; რა თქმა უნდა, მისი მცდელობა უშედეგო და ამაოა.
იგი თანდათან ემსგავსება აფთარს, გამხეცებული მირბის და მე მსგავსად ლეშისა, მიმაქროლებს.
ორიოდე წუთით დაბუჟების შემდეგ, პირველად ვგრძნობ, რომ თავიდან ფეხებამდე პარალიზებულსა და გაყინულს, თავი გატეხილი, ხოლო ხელ-ფეხი მოტეხილი და კანგამძვრალი მაქვს, საიდანაც ისედაც გათეთრებული და როგორც დედიკო ამბობს
" წყეული " სისხლი შადრევანივით მეღვრება, რაც მიხაკივით აჩნია მთვარით განათებულ ცივსა და ბრჭყვიალა თოვლს. ქალი მირბის და თან დროგამოშვებით დამხედავს; მწარდება როცა წითლად შეღებილს მხედავს ჩემივე სისხლით, მსგავსად სააღდგომო კვერცხისა და ამ დროს, მოულოდნელად ზეცას აპყრობს თვალებს, ღრიალებს, ტირის და თან იცინის. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი კი უეცრად შმაგდება და ისედაც გატყავებულ ზურგსა და ბეჭებს გაცხარებით მიკაწრავს თავისი გრძელი ფრჩხილებით, რომელიც ბრჭყალებს დამსგავსებია, რაც გესლზე შხამიანი და ლახვრის ჩაცემაზე მტანჯველი და სულის შემხუთველია.
ნეტავ, ხვდება კი რასაც ჩადის?! იქნებ...გრძნობს, მაგრამ ვერ ახდენს მის მიერ შექმნილი ამაზრზენი სიტუაციის სრულ გაცნობიერებას და განმუხტვას. შესაძლოა, სწორედ ამაში ჰპოვა მან ნეტარება და სიმშვიდე. არ ვიცი, არა... მაგრამ, უკვე იმას კი ვხვდები და აღარ არის საკვირველი, თუ რატომ აცვეს ჯვარს უფალი; იესო ქრისტე.
ამქვეყნად "სამართალი" უცხო სიტყვაა და მუდამ ასე იქნება. მოსამართლენი, სამართალს ქადაგებენ და თვითონ არღვევენ კანონს. ვის უნდა ენდოს კაცი?! უკუღმართია სამყარო!.. ვინც სანდო იყო იმას არ ენდნენ, ჯვარზე აცვეს და მერე ინანეს... მაცხოვარი სცნეს ავაზაკად, ავაზაკი კი არ დასაჯეს. ამის შემდეგ სამართალი სად უნდა იყოს?!
როგორც იქნა, მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც ის მიილტვოდა. ეს არის ხიდი... შავი ხიდი, საიდანაც მოისმის შემზარავი და შემაძრწუნებელი მდინარის ხმა, რომლის ძლიერი ნაკადიც ეხეთქება კლდეებს და მოაქვს ყინულის ნატეხები. ქარი ძლიერდება, ხეები მიწას აწყდებიან.
ქალს ორივე ხელით ავყავარ და ძლიერად მიჭერს ნეკნებზე... ვეღარ ვსუნთქავ, გონებას ვკარგავ... ტირილი მინდა, მაგრამ ვერ ვტირი... ვკანკალებ და თვალებს ჩვეულებრივზე სწრაფად ვახამხამებ; მეშინია!.. სულ მარტო ვარ აქ, გარეთ. დედიკო მინდა!.. დარწმუნებული ვარ, დედაჩემს ამ მდგომარეობაში, რომ ვენახე, ჩემზე აზრი შეეცვლებოდა; ყველაფერს მომიტევებდა; ოდნავ მაინც შემიყვარებდა; ხელში ამიყვანდა, რძით სავსე ტკბილ ძუძუს პირში ჩამიდებდა და თავისი ნაზი და თბილი მკლავებით გამითბობდა ხრტილებს, ისე მომივლიდა, რომ ცივ ნიავსაც არ მომაკარებდა ... მშია!..

* * *

ქალმა ხელები გამიშვა და ხიდიდან, პირდაპირ მდინარეში ვეშვები... სანამ ჯერ კიდევ ჰაერში ვარ ამ ქალის სბოლოო სიტყვები მესმის: "წყეულო"! შენი ადგილი გარეთ და მით უმეტეს ჩემთან არ არის!.. უკვე მივხვდი, რომ იგი...
ახლაც ვტივტივებ, როგორც პირველად... სანამ აქ მოვიდოდი; ახლაც მივდივარ გარეთ, ოღონდ ამ სამყაროდან იმქვეყნად და მზად ვარ ამისთვის. აქ ყოფნას იქ ყოფნა სჯობს.
ალბათ ადამიანთა მოდგმის უმეტეს ნაწილს არ განუცდია ის, რაც მე ამ მოკლე ხანში.
უკანასკნელი ამოსუნთქვაღა დამრჩა და მაინც არ ვჩივი იმას, თუ რისთვის გავჩნდი.
მდინარის ძლიერ ნაკადს კლდისკენ მივყავარ და მიმაქანებს... თვალებს ვხუჭავ და სანამ მას შევასკდები, მანამ დავტოვებ სხეულს. ახლა მე ვუმზერ ნათელს, რომელიც წყვდიადის მორევიდან გამოსჭვივის და ვფიქრობ:--- რა ხდება იქით, იმქვეყნად, გარეთ?..

16 წ. ლევან სონღულაშვილი



Message edited by KORLEONE - Saturday, 2008-12-06, 20:56
 
diesellDate: Tuesday, 2009-05-26, 18:15 | Message # 2
Man
Group: Users
Messages: 1
Reputation: 0
Status: Offline
Не ожидал чесно. Не мог додуматься до такого варианта sad
 
Geo Ad™ Forum » Xelovnebis Dargebi » Mxatvroba » Levan Songhulashvili
Page 1 of 11
Search:

Copyright MyCorp © 2016 Free web hostinguCoz