Business News - Geo Ad™ Forum
Friday, 2016-12-02, 23:45
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
Forum moderator: san_i, GeoAd, shako0lp, zvio 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Biznesi » Business News (biznes ambebi)
Business News
GeoAdDate: Thursday, 2008-01-10, 17:36 | Message # 1
Admin
Group: Administrators
Messages: 782
Reputation: 6
Status: Offline
ბიზნეს ამბები იხილეთ აქ.

ფეხი დამადგით გულზე ყოველთა
 
GeoAdDate: Thursday, 2008-01-10, 17:46 | Message # 2
Admin
Group: Administrators
Messages: 782
Reputation: 6
Status: Offline
მსოფლიო ფასი ნავთობზე შემცირდა

ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე ოთხშაბათს აშშ-ის საცავებში საწვავის მარაგის გაზრდასთან დაკავშირებით შემცირდა, იუწყება სააგენტო ”ასოშიეითიდ პრესი”.

თებერვლის ფიუჩერსების ფასი Brent Crude Oil ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე ლონდონის ბირჟაზე IÑE (InterContinental Exchange Futures) ვაჭრობის შედეგად 1,17 დოლარით შემცირდა და ერთი ბარელის ფასმა 94,37 დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკის ბირჟაზე NYMEÕ (New York Merchantile Exchange) თებერვლის ფიუჩერსების ფასი ამერიკულ მსუბუქ ნავთობზე Light Sweet Crude Oil 0,66 დოლარით შემცირდა და ერთი ბარელის ღირებულებამ 95,67 დოლარი შეადგინა. -0-


ფეხი დამადგით გულზე ყოველთა
 
san_iDate: Friday, 2008-01-11, 10:17 | Message # 3
Major-general
Group: Moderators
Messages: 331
Reputation: 7
Status: Offline
თბილისში პროკრედიტ ბანკის 3 ახალი ფილიალი გაიხსნა

პროკრედიტ ბანკი განაგრძობს ფილიალების ქსელის როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაფართოებას. ბოლო 3 თვის განმავლობაში ახალი ფილიალები გაიხსნა თბილისში მუხიანის დასახლებაში, გლდანში და დადიანის ქუჩაზე.
2008 წლის ბოლომდე ფილიალების ქსელს დაემატება ახალი ფილიალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, კონკრეტულად კი ფოთსა და ზუგდიდში.
პროკრედიტ ბანკის ახალი ფილიალები კიდევ უფრო დააახლოებს ბანკს თავის კლიენტებთან და შესთავაზებს მათ უმაღლესი ხარისხის საბანკო მომსახურებას. პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალი აღჭურვილია უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, კლიენტების მომსახურება კი ხორციელდება კვირაში 6 დღე.
პროკრედიტ ბანკის ფილიალების ქსელი ამჟამად ითვლის 39 ფილიალს ქვეყნის მასშტაბით. ბანკს დაგეგმილი აქვს როგორც ფილიალების, ასევე ბანკომატების ქსელის მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გაფართოება. პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალი აღჭურვილია ბანკომატით, გარდა ფილიალებისა ცალკე მდგომი ბანკომატების ქსელი ითვლის 18 ბანკომატს, ხოლო დღეისათვის, მთელი ყვეყნის მასშტაბით, ფუნქციონირებს პროკრედიტ ბანკის 55 ბანკომატი.


Bank Of Georgia
 
san_iDate: Friday, 2008-01-11, 23:18 | Message # 4
Major-general
Group: Moderators
Messages: 331
Reputation: 7
Status: Offline
ტრანსფერის გამოანგარიშების ახალი მეთოდოლოგია

2008 წლიდან გამოთანაბრებული ტრანსფერის გამოანგარიშების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდება, ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიამ განაცხადა. ნარმანიას განმარტებით, 2007 წლამდე საქართველოში გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა არ არსებობდა, რის გამოც ადრინდელი რაიონები, ძირითადად, სუბიექტური გადაწყვეტილებების და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე იღებდნენ ტრანსფერს. "ეს რაიონების მასშტაბით ართანაბარ დამოკიდებულებას და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების განსხვავებულ მაჩვენებლებს იწვევდა, ანუ რეალური გამოთანაბრება ქვეყანაში არ ხორციელდებოდა. 2007 წლის 1 იანვრიდან, თვითმმართველობის სისტემის რეფორმირების შემდეგ, ძალაში შევიდა გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, თუმცა ის 2007 წლისთვის გამოყენებული ვერ იქნა, თანაც ხარვეზებს შეიცავდა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მისი შეცვლის აუცილებლობა. მისი მთავარი ხარვეზები კოეფიციენტების სიმცირე და რთულად დათვლადი კოეფიციენტების არსებობა იყო პოტენციური შემოსულობების სახით,” - განაცხადა ნარმანიამ. ექსპერტი განმარტავს, რომ დღის წესრიგში ახალი ფორმულის შემუშავება დადგა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მომზადდა კიდეც. "ახალი მეთდოლოგია 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ბიუჯეტის დამტკიცებაში შეფერხებები და ტრანსფერის ახალი ფორმულის დაგვიანება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს თვითმმართველობებზე, რადგანაც მათი უმეტესობა ჯერ არც იცნობს ტრანსფერის ახალ, ძველთან შედარებით რთულ ფორმულას. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ახალი ფორმულა ძველთან შედარებით პროგრესულია, თუმცა მისი დახვეწა და გამარტივება მიზანშეუწონელი ნამდვილად არ იქნებოდა,” - აცხადებს ნარმანია ჯი-ეიჩ-ენი



Bank Of Georgia
 
san_iDate: Friday, 2008-01-11, 23:19 | Message # 5
Major-general
Group: Moderators
Messages: 331
Reputation: 7
Status: Offline
ჩინეთში ინფლაციაა

წლიური ათვლით, ნოემბრიდან ნოემბრამდე ჩინეთში ინფლაციის მაჩვენებელმა 6,9 პროცენტი შეადგინა, რაც უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში დაფიქსირებული სარეკორდო მაჩვენებელია. ამის ჟირითადი მიზეზი კვების პროდუქტების გაძვირებაა. გარდა ამისა, ინფლაციის მატებას ხელს უწყობს ნავთობსა და ნახშირზე ფასის ზრდა. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთის მთავრობამ 2008 წელი ინფლაციასთან ბრძოლის წლად გამოაცხადა. ამისათვის ჩინეთი მზად არის, პირველად ათი წლის განმავლობაში, მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს. კერძოდ, ჩინეთის მთავრობა 2008 წლიდან ე.წ. "ძვირი ფულის პოლიტიკას” გაატარებს. ინფლაციის ზრდის ტემპის შესანელებლად ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 2007 წლის განმავლობაში ხუთჯერ გაზარდა, თუმცა ამით სათანადო ეფექტი ვერ მიიღო. შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ინფლაცია მთელს მსოფლიოს მოედო. მაგალითად, ევროზონაში ინფლაციის ზრდის ტემპმა ექვსწლიან მაქსიმუმს მიაღწია.


Bank Of Georgia
 
san_iDate: Friday, 2008-01-11, 23:19 | Message # 6
Major-general
Group: Moderators
Messages: 331
Reputation: 7
Status: Offline
აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება ემუქრება

ექსპერტთა აზრით, აშშ სავარაუდოდ რეცესიას თავიდან აიცილებს, მაგრამ საკრედიტო ბაზრებზე არსებული პრობლემები მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. კერძოდ, გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ წელს საკრედიტო ბაზარზე აგვისტოში დაფიქსირებული კრიზისი მომავალ, 2008 წელს აშშ-ს ეკონომიკურ ვარდნას მოუტანს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, აშშ-ს ეკონომიკის რეცესიის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. მათი აზრით, ამის თავიდან აცილება ფედერალურ სარეზერვო ფონდს შეუძლია. ისინი იმედოვნებენ, რომ ფედერალური სარეზერვო ფონდი ძირითად საპროცენტო განაკვეთს 3,5 პროცენტამდე შეამცირებს. როგორც ცნობილია, გუშინ განაკვეთი მხოლოდ 0,25 პროცენტით, 4,25 პროცენტამდე შემცირდა, რასაც ექსპერტები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ.


Bank Of Georgia
 
san_iDate: Sunday, 2008-01-13, 00:23 | Message # 7
Major-general
Group: Moderators
Messages: 331
Reputation: 7
Status: Offline
2007 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა ნავთობპროდუქტების გადასახადებისგან 362 მლნ ლარი შეადგინა

თბილისი, 11 იანვარი /"ახალი ამბები - საქართველო"/. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესულმა იმპორტირებული ნავთობპროდუქტების გადასახადების შემოსავალმა 2007 წელს 362 486,320 ათასი ლარი შეადგინა. ამის შესახებ "ახალი ამბები - საქართველოს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცნობეს.

2006 წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტებიდან მობილიზებულმა თანხამ 295 185,610 ლარი შეადგინა.

2007 წელს ბენზინის იმპორტისგან გადასახადების სახით მიღებული იყო 195 735,581 ათასი ლარი, ნავთის იმპორტიდან ბიუჯეტში მობილიზებული იყო 20 702,575 ათასი ლარი, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტიდან - 127 619,404 ათასი ლარი.

მაზუთის იმპორტიდან ბიუჯეტში შევიდა 1 112 711 ლარი, საპოხი ზეთის იმპორტიდან - 12 000, 397 ათასი ლარი, თხევადი გაზის იმპორტიდან მობილიზებული იყო 5 315, 652 ათასი ლარი.


Bank Of Georgia
 
shako0lpDate: Monday, 2008-02-11, 17:01 | Message # 8
Major-general
Group: Moderators
Messages: 440
Reputation: 1
Status: Offline
martlac saintereso da gamosadegia es informaciebi!!!! cool

f**k all art thieves!!!!
 
GeoAdDate: Tuesday, 2008-02-12, 14:58 | Message # 9
Admin
Group: Administrators
Messages: 782
Reputation: 6
Status: Offline
shako0lp,

შენც შეგიძლია დადო ინფორმაციები. wink


ფეხი დამადგით გულზე ყოველთა
 
DitoDate: Wednesday, 2008-02-20, 21:27 | Message # 10
Colonel
Group: Moderators
Messages: 160
Reputation: 0
Status: Offline
ki davdebdi mara aravin kitxulobso zviom mitxra tongue tongue
 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Biznesi » Business News (biznes ambebi)
Page 1 of 11
Search:

Copyright MyCorp © 2016 Free web hostinguCoz