აღმოსავლეთის ახალი პროექტი: მოდის კუნძული დუბაიში..
გრანდიოზული პროექტი Isla Moda მოახდენს თავის რეალიზებას, ხელოვნურ კომპლექს The World-ის ერთ-ერთ კუნძულზე.
ამ პროექტის დასრულებისთანავე, დუბაი გახდება მსოფლიო მოდის დედაქალაქი. Isla Moda შეითავსებს ყველა თანამედროვე დასასვენებელ შესაძლებლობებს, დაკავშირებულს Fasion სამყაროსთან. მის ტერიტორიაზე განაწილდება ჰოტელები, მაღაზიები, ვილები. სტუმრებს შეეძლებათ დაიქირაონ პერსონალური გიდი რომელიც დაეხმარებათ მოდური ტანსაცმლის არჩევაში.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი დიზაინერები, თუმცა მათი სახელები ჯერ არ სახელდება. პროექტის ავტორია კომპანია DIH.
DIH-ის თქმით Isla Moda შეიცავს სტილს, ფუფუნებას და პირველ რიგში მიეკუთვნება მსოფლიო ელიტის წარმომადგენლებს. რაც შეეხება საცხოვრებელ ადგილებს კუნძულებზე არ იქნება მაღალსართულიანი სახლები. საკუთარი ვილების გარდა კუნძულზე იქნება ჰოტელი Moda 250 ნომრით, ყველანაირი სერვისით. სტუმრებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სახლები გააფორმონ ცნობილი დიზანინერების დახმარებით.
ჰოტელის მაცხოვრებლებიც არ დარჩებიან განაწყენებული, მათი აპარტამენტების დიზაინზე იმუშავებენ ცნობილი კუწურიეები. კუნძულზე ასევე აშენდება სტუდიები, რომლებიც განკუთვნილია მოდის წვეულებებისთვის. ასე რომ, ახლო მომავალში ველოდოთ გრანდიოზულ მოდის კვირეულს - თავისივე საკუთარ მოდის კუნძულზე.