Saturday, 2024-04-20, 14:55
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
  • Page 1 of 1
  • 1
Forum moderator: Salvatore, san_i, metalist, shako0lp  
Geo Ad™ Forum » Xelovnebis Dargebi » Literatura » magari Feletoni.. (gavicinot......)
magari Feletoni..
admiraliDate: Monday, 2008-01-14, 17:35 | Message # 1
Major-general
Group: Moderators
Messages: 360
Reputation: 2
Status: Offline
ბორშჩიხვრეპია მიშას გაიგივება ზაქიჭამია გიორგი მე-12-ესთან.

მიშა იცვამს მეფურ სამოსს (ხალათს) და მალემსრბოლ ქალს ეგებება. . .
მიშა - მაიტა აბა რა საჩუქარი გაქვს კალათაში?
მალემსრბოლი - თქვენო ბრწყინვალებავ ახალი ამბავი რამ ჩამოგიტანეთ, ძალიან მოგეწონებათ. . .
მიშა - ვისგან არის? Aანდუყაფარ ამილახვარისგანაა?
მალემსრბოლი - კი მანაც გამოაგზავნა, აი. . .

Mმალემსრბოლი ქალი სახელად დარეჯანი უზარმაზარ ყანწს გამოაძრობს კალათიდან. .

Mმიშა - შენ რა მაგარი ქალი ყოფილხარ ქალო!. . .რამდენ კილომეტრს ფარავ საათში? თანაც ამ კალათთან ერთად. . .აბა მკლავი გააშიშვლე, კისერიც წამოზნიქე, უფ, უფ. . .
Mმალემსრბოლი – აბა მე რა ვიცი რამდენს ვფარავ არ დამითვლია. . .თქვენო ბრწყინვალებავ. . .
მიშა – აწი დაითვალე ხოლმე. . .ამ ყანწზე რაღაც აწერია. . .რა ენაზეა ეს წარწერა?. . .ვნახო. . .
მალემსრბოლი – აი წერილში წერია ამ ყანწზე თქვენო ბრწყინვალებავ. . .
მიშა – წერლილი რად მინდა იმდენი უცხო ენა ვიცი ზეპირად ქალო. . .შენ ვერც დაითვლი. . .

კითხულობს, მაგრამ ეტყობა რომ ვერ იგებს. . .

მიშა – კარგი მაიტა წერილი. . .
წერია – ეს ყანწი არაბეთიდან მომართვა არაბმა ვაჭარმა აბდულ მუხ ბუაზ ალეკპერ მუსულბეზ ბეგმა ზულუსის ტომის აფრიკელი ბელადისათვის წაურთმევია ტყვედ რომ ჩაიგდო მაშინ, წარწერაც სპილოზე ნადირობის ეპიზოდს გამოხატავს. . .

მიშა – აბა მეორე რა ამბავი უნდა მაუწყო?
Mმალემსრბოლი – ახალი კერძის მომზადება შემასწავლეს. . .
Mმიშა - -ვინა ანდუყაფარმა გასწავლა ?
Mმალემსრბოლი – არა მისმა გლეხებმა. . .
Mმიშა – რეებსა ბოდავ. . .აბა გლეხებს რა შეუძლიათ, მაგათ ხომ ტვინის მაგივრად ნეხვი აქვთ თავში და უქნარებიც არიან ქალო. . .მაგათი მოფიქრებული კერძი ალბათ ღორის ტყავისაგან ან ყურებისაგან იქნება. . .ხა ხა ხა ხა. . .
Mმალემსრბოლი – არა თქვენო ბრწყინვალებავ ძროხის ფეხებისგან ამზადებენ. . .
Mმიშა – ძროხის ფეხებისგან? Aაბა მე რას ვამბობდი. . .ხა ხა ხა აბა რას როშავ მე და ძროხის ფეხები! . .ძროხის ფეხები სხვას შეაჭამე, მე არ მინდა. . .ხვალ სანადიროდ მივდივარ ანდუყაფართან. . .შენც წამოხვალ. . .ეხლა გადი ჩემს ვეზირს დამიძახე. . .

Mმალემსრბოლი ქალი გადის და ცოტა ხნის შემდეგ შემოდის ანთებული სანდლით ხელში ვეზირი. . .

მიშა – ვეზირო ვანო! ცხენები შეკაზმულია?
ვეზირი ვანო – შექაზმულია და გადაქაზმულებულიც თქვენო უბრწყინვალებულ-ბულესობისავ. . .უი . . .უი მაპატივებით. . .მაპატივებით უნებლიეთ მამდის. . .
Mმიშა – ეგ ვიცი ბრიყვო!. . .ხვალ დილით ორის ნახევარზე გავდივართ. . .არ გამაღვიძოს საყვირების ხმამ თვარა ვირების თავლაში დაგტოვებ სადარაჯოდ
Mმესამე დღეს ანდუყაფარის გლეხებმა დაჰკრეს ნაღარა ტყიდან ნადირის გამოსადენად. . .დახოცეს უამრავი ნადირი. . .გარეულ ღორებთან ერთად იქ იყო ძროხები, ცხვრები და ბევრი ქათამი. . .
ტყიდან გლეხებმა დახოცილ ნადირთან ერთად სისხლიანი დაჭრილი კაცი გამოიყვანეს და მეფეს მიჰგვარეს. . .

დაჭრილი კაცი – მეფევ! Lლეკები დაგვესხნენ თავს, გვიშველეთ. . .ქალები წაიყვანეს თან. . .ჯერ კიდევ დაეწევა თქვენი რაზმი. . .
მიშა – ქალები კარგია, მაგრამ ჩვენ ნადირობისთვის ხალხი არ გვყოფნის. . .რა დროს ლეკებია ბრიყვო. . .თან საქეიფოდ მივდივართ. . .
ვეზირი ვანო – რაღა დროს. . .საიდან მოგათრიეს ამ ბლიყვებმა მალე ბუნ გადამალეთ თავლაში. . .

მიშა – წაიყვანეთ და თავლაში ჩააგდეთ ჩქარა, სხვებმა არ დაინახოს. . .

საღამოს ანდუყაფართან მიშამ ბევრი იქეიფა. . .ბევრი ღვინოც მიირთვა თავისი ახალი ყანწით. . .

მეორე დილით აღვიძებენ სასწრაფოდ. . .

მიშა – რა მოხდა თქვე ოხრებო თქვენა. . .ხომ იცით კარგი სიზმრები მიყვარს დილით. . .თუ არ იცოდით ამაზე. . .ვაი, ვაი როგორ ცუდათა ვარ. . .თავი. . .გამშორდით თქვენი. .

ამ დროს შემოდის ვეზირი ვანო. . .

ვეზირი ვანო – იცით ეს რა მალმოა. .მალმო. ..მალმოსთვისაა. . .წამალივით მოლიხდებათ ძალიან კარგია. . .კარგია. . .უებარია. . .უებარი. . .
მიშა – რას ბლუკუნებ. . .ვერ გამაგებინებ რა გინდა?
თათარი მსახური – ეს საუკეთესო მალამოა ნაქეიფარზე თქვენო ბრწყინვალებავ. . .
Mმიშა – მე ვიცი მარტო კამეჩის მაწონი, მაგრამ მაიტა ვნახო. . .ხვრიპ. . .ხვრიპ. . .ეს რა რძითაა? რა უგემურია თან. . .ტფუ. . .
თათარი მსახური – მიირთვით თქვენო ბრწყინვალებავ! გამოკეთდებით. . .

მიშამ გააგრძელა. . .ხვრიპ. . .ხვრიპ. . .

მიშა – მგონი მართლაც კარგია. . .რა ჰქვია ამას. . .აუფ რა კარგია. . .
მალემსრბოლი – ამას ხაში დაარქვეს თქვენო ბრწყინვალებავ. . .მე რომ გეუბნებოდით ის არის. . .კერძი მასწავლეს მეთქი. . .

ისევ ხვრიპ. . .ხვრიპ. . .

ამ დროს დიდი მიწისძვრისაგან მიწა იძრა. . .სუყველა გარეთ გამოვარდა. . .მეფის გარდა. . .რომელიც ხაშის სიამოვნებით ხვრეპას შერჩა. . .ასე დაიღუპა ჩვენი ხვრეპია მეფე. . .
მან ხვრეპიას სახელი დატოვა საქართველოში, თუმცა ერთი კარგი საქმე კი გააკეთა მაინც. . .ხაში ამის მერე გაიცნო მთელმა საქართველომ. .

ჭირი მიშას, ლხინი აქა. . .
ქატო ვანოს, პური აქა. . .
Content-Disposition: form-data; name="smiles_on"

1


chven gagvimartlebs...

Message edited by admirali - Tuesday, 2008-01-15, 10:27
 
tatia_garciaDate: Tuesday, 2008-01-15, 00:47 | Message # 2
Lieutenant-general
Group: Moderators
Messages: 662
Reputation: 3
Status: Offline
visi tvinis gamonatsuria msgavsi araferi tsamikitxavs

koshmaria

vabshe ar gamecina ufro shemecoda batoni mefe xvrepia

wink


f**k all your fantasy

 
admiraliDate: Tuesday, 2008-01-15, 10:31 | Message # 3
Major-general
Group: Moderators
Messages: 360
Reputation: 2
Status: Offline
მეორე ფელეტონი

ყვარყვარესა და მიშას გაიგივება მწვავე ფორმებში.

მიშა: ”დღეს რამდენ ადგილას მომიწია მისვლა, ყველგან სუფრა დამახვედრეს, იციან რომ მიყვარს, ოხ ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ ჩალაღაჯი და ხინკალი მაინც კარგად მახსენდება.”...

ამ დროს შემოდის განმწესრიგებელი მდივანი და უკითხავს:

მდივანი: ”ხვალინდელი განრიგი”:
პირველი: საქველმოქმედო შეხვედრაზე, ახალი სასადილოს გახსნა დევიზით ”მშიერ-მწყურვალთა გაძღობა”.
მეორე: საპროტესტო ნოტის მომზადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი, ტექსტი შემდეგნაირად: ”ბზიკების უცნობი სახეობა შემოფრინდა დარიალის ხეობიდან, ძალიან მწარედ იკბინებიან, გვჭირდება სპეციალისტი სასწრაფოდ, თანაც მთავრობის წევრებზე არიან დაგეშილები. ეგ ახალი სახეობა რუსი ბიოლოგების გამოყვანილია...ვაცხადებთ პროტესტს.”
მესამე: ნოშრევან კიღურაძის დაკრძალვაზე: ”სახელმწიფო მედლით დასაჩუქრება სიკვდილის შემდეგ”. (აქ მიშა აწყვეტინებს).

მიშა: ”ოქროსია, ოქროსი?

დივანი: ”კი ოქროსია მთლიანად, მაგრამ სულ ხუთი გრამია.”

მიშა: ”ამას არა აქვს მნიშვნელობა, პრეცენდენტი არ უნდა დავუშვათ, გადაადნეთ, გარედან მოოქროვილიც საკმარისია მისათვის, მაინც საიქიოში მიდის, გააგრძელე...სუფრაზე არ მივდივართ სადმე..?”

მდივანი: ”როგორ არა მიბრძანდებით, მემორიალის გახსნის შემდეგ სუფრა იქნება ვეტერანებთან.”

მიშა: ”რომელი მემორიალია?”

მდივანი: ”მამულის კივილი.”

მიშა: ”ტფუ...მოხუცები არ მინდა, ბავშვები მირჩევნია, ვანოს წავიყვან, შეეშინდებათ მაინც და უაზრო კითხვებს არ მომცემენ.”

მდივანი: ”დღის ბოლოს მიტინგი იქნება ფასანაურში, თემით: ავაღორძინოთ დუშეთი ტურიზმით.”

მიშა: ”არ მინდა ფასანაურში, იქ შალვა დამხვდება...ოხ მაგის...!”

მდივანი: ”მაშინ დუშეთში შეიძლება.”

მიშა: ”ხალხი თუ იქნება, ხალხი?”

მდივანი: ”ყველაფერი მოაგვარა ვანომ აფიშები, ტრანსფარანტები, მაგრამ ხალხია ცოტა, სულ 200 კაცია.”

მიშა: ”მაგას ეშველება, მსვლელობა მოაწყონ და ტრანსფარანტები შეცვალონ, მაგალითად: შენთანაა ხობი, შენთანაა მთელი ქუთაისი, შენთანაა ჰოლანდია, ჰოლანდია არა, შემეშალა, შენთანაა თელავი და ასე შემდეგ, ხალხი იგივე იყოს, ეხლა მაგათზე ფულის დახარჯვა არ ღირს, ისედაც ბიუჯეტი საიდან შევავსოთ აღარ ვიცით.”

მდივანი: ”სულ ეს იყო ხვალისათვის, მე დავამთავრე.”

მიშა: ”სანამ დავიძინებდე რა..! ცოლი აქ აღარაა და...!

ამ დროს რუსული ბზიკი შემოუფრინდათ საიდანღაც...ძლივს გააგდეს მხოლოდ იმის მერე, რაც მწარე ნაკბენები დაუტოვა ორთავეს.

მიშა: ”ეგ რაღა იყო კაცოო, ეხლა მაგათი ახალი თვითმფრინავები რაღა იქნება...ვაი როგორ მტკივა.”

მეორე დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიშას ბზიკის ნაკბენისაგან გასიებული ტუჩიც დაუცხრა, ხოლო დუშეთში მიტინგმაც მოაღწია:

მაძღარ მიშას მის განუყრელ ტრიბუნას უდგამენ და ისიც ომახიანად იწყებს:

მიშა: ”აბა ჩემო დუშელებო, ჩემს უკან როგორც ხედავთ ვაშენებთ ახალ დიდ სასტუმრო კომპლექსს, სადაც მალე ჩამოვლენ სტუმრები, თქვენ გექნებათ ახალი სამუშაო ადგილები და ექვსი წლის შემდეგ ჩვენი გახდება ეს სასტუმრო, ეხლა ივან სტრელკოვისაა, რომელიც გადმოგვცემს მას საზეიმოდ, მალე აქ თქვენი ქალები ივლიან, ცუდია პლიაჟი, რომ ახლოს არაა და ბაზალეთის ტბის გვერდით არა ვართ, გაიხდიდა ხალხი მაინც ამ სიცხეში, უფ როგორ ცხელა...დაულაგებენ სტუმრებს, საჭმელს მოუმზადებენ, ტყეში გაასეირნებენ, დაუახლოვდებიან, გაართობენ, თქვენც სტუმრად ხომ უნდა მოგიწვიონ შემდეგ, აბა ფულის კეთება როგორ გინდათ, ასე უნდა შევეჩვიოთ ნელნელა...აბა..!”

ვანო ჩუმად: ”მიშა....შუქი გექნებათ, ტელევიზიაც მოდელნიზებული, ტლაქტოლებს შემოიყბან...გმუნდია იქნება მეულნეობბა.”

მიშა: ”მეურნეობა და ტელევიზია მოდერნიზებული....ვანო ხელს მიშლი!“

ხალხი: „რას ამბობს ეს კაცი.“

მიშა: „მალე ამ მხარეში ჩავატარებთ დიდ ახალი საერთაშორისო სახის ჩემპიონატს, მის დამტკიცებაზე მე ვიზრუნებ, მივდგები-მოვდგები შევაწუხებ ხალხს, ეს იქნება, ეს იქნება (ქალაქ ვასიუკის მსგავსად) ტყეში დამალობანას და დაჭერობანას, ასევე კლდეზე და ბუჩქებში ძრომიალის ესტაფეტა ანუ კროსი, გავუშვებთ ცაში დიდ დილიჟაბლს, ოღონდ მე გავუშვებ რაა...მე უნდა გავბერო...მე თვითონ წავაწერ კრასკით, შიგ ჩავჯდები და ზემოდან გადმოგხედავთ... ბევრი სტუმარი მოვა აქ ჩვენთან, ბევრნი ჩამოვლენ, სომეხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ევროპელებიც ჩამოვლენ მერე, აბა ჯერ ესენი არიან ჩვენი მეზობლები...მალე განათდება ამ მხარეში და გლეხი გაიხარებს, უზომოდ გაიხარებს...მე დარწმუნებული ვარ.“

ხალხი: „ჩამოდი იქიდან შე ყვარყვარევ შენა! ეს მოსაბეზრებელია უკვე...!”

ამ დროს ვიღაც დივერსანტმა ქალმა, რომელსაც რუსული ბზიკები ჰყავდა მომარაგებული ქილაში, ჩუმად გაანთავისუფლა იქიდან...ბზიკებმაც გაილაღეს მიშაზე და ვანოზე, რომლებმაც გაქცევით Uუშველეს თავს...თურმე ეგ ბზიკები მართლა მთავრობის წევრებზე ყოფილან დაგეშილები.

ხალხი: ”აი ძმაო ბზიკიც ამას ჰქვია...რუსებმა სხვა რამ არ შემოუშვან თავისი ტერიტორიიდან, ასეთი ბზიკები კი რამდენიც უნდათ...ხა ხა ხა..!”

ასეთი კრახით დასრულდა ეს კარგად დაწყებული დღე, თუმცა მხოლოდ ჩვენ ვიცით ამის შესახებ, რადგან ტელევიზიამ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა პირში წყალი ჩაიგუბეს და რა თქმა უნდა არ გაუშვა ეს კურიოზი.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა


chven gagvimartlebs...
 
NanukaDate: Monday, 2008-02-11, 17:11 | Message # 4
Man
Group: Users
Messages: 5
Reputation: 0
Status: Offline
tajiketshi ar ginda GAEMGZAVROT?
 
DitoDate: Sunday, 2008-02-17, 22:52 | Message # 5
Colonel
Group: Moderators
Messages: 160
Reputation: 0
Status: Offline
admirali, applause applause applause
 
temoDate: Wednesday, 2008-06-11, 14:18 | Message # 6
Colonel
Group: Users
Messages: 166
Reputation: 1
Status: Offline
feletoni ras nishnavs¿?

S A Q A R T V E L O !
 
Geo Ad™ Forum » Xelovnebis Dargebi » Literatura » magari Feletoni.. (gavicinot......)
  • Page 1 of 1
  • 1
Search:

Copyright MyCorp © 2024 Free web hostinguCoz