მიშა: ”დღეს რამდენ ადგილას მომიწია მისვლა, ყველგან სუფრა დამახვედრეს, იციან რომ მიყვარს, ოხ ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ ჩალაღაჯი და ხინკალი მაინც კარგად მახსენდება.”... ამ დროს შემოდის განმწესრიგებელი მდივანი და უკითხავს:
მდივანი: ”ხვალინდელი განრიგი”:
პირველი: საქველმოქმედო შეხვედრაზე, ახალი სასადილოს გახსნა დევიზით ”მშიერ-მწყურვალთა გაძღობა”.
მეორე: საპროტესტო ნოტის მომზადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი, ტექსტი შემდეგნაირად: ”ბზიკების უცნობი სახეობა შემოფრინდა დარიალის ხეობიდან, ძალიან მწარედ იკბინებიან, გვჭირდება სპეციალისტი სასწრაფოდ, თანაც მთავრობის წევრებზე არიან დაგეშილები. ეგ ახალი სახეობა რუსი ბიოლოგების გამოყვანილია...ვაცხადებთ პროტესტს.”
მესამე: ნოშრევან კიღურაძის დაკრძალვაზე: ”სახელმწიფო მედლით დასაჩუქრება სიკვდილის შემდეგ”. (აქ მიშა აწყვეტინებს).
მიშა: ”ოქროსია, ოქროსი?
დივანი: ”კი ოქროსია მთლიანად, მაგრამ სულ ხუთი გრამია.”
მიშა: ”ამას არა აქვს მნიშვნელობა, პრეცენდენტი არ უნდა დავუშვათ, გადაადნეთ, გარედან მოოქროვილიც საკმარისია მისათვის, მაინც საიქიოში მიდის, გააგრძელე...სუფრაზე არ მივდივართ სადმე..?”
მდივანი: ”როგორ არა მიბრძანდებით, მემორიალის გახსნის შემდეგ სუფრა იქნება ვეტერანებთან.”
მიშა: ”რომელი მემორიალია?”
მდივანი: ”მამულის კივილი.”
მიშა: ”ტფუ...მოხუცები არ მინდა, ბავშვები მირჩევნია, ვანოს წავიყვან, შეეშინდებათ მაინც და უაზრო კითხვებს არ მომცემენ.”
მდივანი: ”დღის ბოლოს მიტინგი იქნება ფასანაურში, თემით: ავაღორძინოთ დუშეთი ტურიზმით.”
მიშა: ”არ მინდა ფასანაურში, იქ შალვა დამხვდება...ოხ მაგის...!”
მდივანი: ”მაშინ დუშეთში შეიძლება.”
მიშა: ”ხალხი თუ იქნება, ხალხი?”
მდივანი: ”ყველაფერი მოაგვარა ვანომ აფიშები, ტრანსფარანტები, მაგრამ ხალხია ცოტა, სულ 200 კაცია.”
მიშა: ”მაგას ეშველება, მსვლელობა მოაწყონ და ტრანსფარანტები შეცვალონ, მაგალითად: შენთანაა ხობი, შენთანაა მთელი ქუთაისი, შენთანაა ჰოლანდია, ჰოლანდია არა, შემეშალა, შენთანაა თელავი და ასე შემდეგ, ხალხი იგივე იყოს, ეხლა მაგათზე ფულის დახარჯვა არ ღირს, ისედაც ბიუჯეტი საიდან შევავსოთ აღარ ვიცით.”
მდივანი: ”სულ ეს იყო ხვალისათვის, მე დავამთავრე.”
მიშა: ”სანამ დავიძინებდე რა..! ცოლი აქ აღარაა და...!
ამ დროს რუსული ბზიკი შემოუფრინდათ საიდანღაც...ძლივს გააგდეს მხოლოდ იმის მერე, რაც მწარე ნაკბენები დაუტოვა ორთავეს.
მიშა: ”ეგ რაღა იყო კაცოო, ეხლა მაგათი ახალი თვითმფრინავები რაღა იქნება...ვაი როგორ მტკივა.”
მეორე დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიშას ბზიკის ნაკბენისაგან გასიებული ტუჩიც დაუცხრა, ხოლო დუშეთში მიტინგმაც მოაღწია:
მაძღარ მიშას მის განუყრელ ტრიბუნას უდგამენ და ისიც ომახიანად იწყებს:
მიშა: ”აბა ჩემო დუშელებო, ჩემს უკან როგორც ხედავთ ვაშენებთ ახალ დიდ სასტუმრო კომპლექსს, სადაც მალე ჩამოვლენ სტუმრები, თქვენ გექნებათ ახალი სამუშაო ადგილები და ექვსი წლის შემდეგ ჩვენი გახდება ეს სასტუმრო, ეხლა ივან სტრელკოვისაა, რომელიც გადმოგვცემს მას საზეიმოდ, მალე აქ თქვენი ქალები ივლიან, ცუდია პლიაჟი, რომ ახლოს არაა და ბაზალეთის ტბის გვერდით არა ვართ, გაიხდიდა ხალხი მაინც ამ სიცხეში, უფ როგორ ცხელა...დაულაგებენ სტუმრებს, საჭმელს მოუმზადებენ, ტყეში გაასეირნებენ, დაუახლოვდებიან, გაართობენ, თქვენც სტუმრად ხომ უნდა მოგიწვიონ შემდეგ, აბა ფულის კეთება როგორ გინდათ, ასე უნდა შევეჩვიოთ ნელნელა...აბა..!”
ვანო ჩუმად: ”მიშა....შუქი გექნებათ, ტელევიზიაც მოდელნიზებული, ტლაქტოლებს შემოიყბან...გმუნდია იქნება მეულნეობბა.”
მიშა: ”მეურნეობა და ტელევიზია მოდერნიზებული....ვანო ხელს მიშლი!“
ხალხი: „რას ამბობს ეს კაცი.“
მიშა: „მალე ამ მხარეში ჩავატარებთ დიდ ახალი საერთაშორისო სახის ჩემპიონატს, მის დამტკიცებაზე მე ვიზრუნებ, მივდგები-მოვდგები შევაწუხებ ხალხს, ეს იქნება, ეს იქნება (ქალაქ ვასიუკის მსგავსად) ტყეში დამალობანას და დაჭერობანას, ასევე კლდეზე და ბუჩქებში ძრომიალის ესტაფეტა ანუ კროსი, გავუშვებთ ცაში დიდ დილიჟაბლს, ოღონდ მე გავუშვებ რაა...მე უნდა გავბერო...მე თვითონ წავაწერ კრასკით, შიგ ჩავჯდები და ზემოდან გადმოგხედავთ... ბევრი სტუმარი მოვა აქ ჩვენთან, ბევრნი ჩამოვლენ, სომეხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ევროპელებიც ჩამოვლენ მერე, აბა ჯერ ესენი არიან ჩვენი მეზობლები...მალე განათდება ამ მხარეში და გლეხი გაიხარებს, უზომოდ გაიხარებს...მე დარწმუნებული ვარ.“
ხალხი: „ჩამოდი იქიდან შე ყვარყვარევ შენა! ეს მოსაბეზრებელია უკვე...!”
ამ დროს ვიღაც დივერსანტმა ქალმა, რომელსაც რუსული ბზიკები ჰყავდა მომარაგებული ქილაში, ჩუმად გაანთავისუფლა იქიდან...ბზიკებმაც გაილაღეს მიშაზე და ვანოზე, რომლებმაც გაქცევით Uუშველეს თავს...თურმე ეგ ბზიკები მართლა მთავრობის წევრებზე ყოფილან დაგეშილები.
ხალხი: ”აი ძმაო ბზიკიც ამას ჰქვია...რუსებმა სხვა რამ არ შემოუშვან თავისი ტერიტორიიდან, ასეთი ბზიკები კი რამდენიც უნდათ...ხა ხა ხა..!”
ასეთი კრახით დასრულდა ეს კარგად დაწყებული დღე, თუმცა მხოლოდ ჩვენ ვიცით ამის შესახებ, რადგან ტელევიზიამ და სხვა საინფორმაციო საშუალებებმა პირში წყალი ჩაიგუბეს და რა თქმა უნდა არ გაუშვა ეს კურიოზი.