Bizneselita
ვითომ რატო ვერ ვიტყვი? ჰონდა ძალიან სერიოსული ფირმაა და მანქანაა. ამ კვირის თბილისელებში დაწერა მევლუდ მელაზემ (პროფესიონალი მრბოლელია და ავტო ფედერაციის წევრი). წაიკითხე და ნახე, მანქანა ოდნავ მაინც თუ გესმის არ შეაფასებ დიზაინით და ძრავის კუბატურით. დიზაინი ეგ ბავშვების სალაპარაკოა და ძრავის დიდი კუბატურა რო არ ნიშნავს სწრაფს და მძლავრს ეგეც იცის ყველა მცოდნემ. ბმჭ სიმძლავრეს ქარხნულად ფორსირებული ძრავის წყალობით აღწევს რის გამოც 5 წლის შემდეგ მანქანის ძრავი იწყებს ზეთის ჭამას და 10 წლისას უკვე მთლიანად სარემონტოც კი უხდება ხოლმე. რატომაა ბმჭ_ს ძრავი ძლიერი და განთქმული? გეტყვი, გერმანიაში ყველაზე მაღალ დონეზე იყო ყოველთვის განვიტარებული მეტალურგია ნედლეულიც საკმაოდ ხარისხიანი ქონდათ. სწორედ კარგი მასალის გამოა მისი ძრავი კარგი და არა იმის გამო რომ ინჟინრულად კარგადაა აგებული. დღეს ყველა საუბრობს იმაზე რომ იაპონელებს ძალიან ცუდათ აქვთ მეტალურგიაში საქმე (იქიდან გამომდინარე რომ ხდება ნედლეულის იმპორტირება, მათ არა აქვთ ბუნებრივი რესურსები) და იაპონური ფირმები ძრავის გამძლეობას და მაღალ ხარისხს აღწევენ გენიალური ინჟინრული მიღწევების ხარჯზე. ბოლო დროს უკვე გააუმჯობესეს ნედლეულის ხარისხის გაუმჯობოსებე და აწი ექსპერტების აზრით იაპონიას "ვეღარაფერი შეაჩერებს" და განსაკუტრებით ჰონდას ძრავებზეა ლაპარაკი. 2007_წლის ყველაზე გამძლე მანქანად აღიარეს: ნისან მიკრა, ჰონდა ცრვ, ჰონდა სივიკი, ტოიოტა კოროლა, ტოიოტა კამრი. (მსუბუქებზეა საუბარი)
თუ ძალიან დაინტერესდები კიდევ რამდენად და რატომ ჯობს ჰონდა შეგიძლია მკითხო, მაგრამ მანქანის პროფესიონალურ დონეზე მცოდნე ადამიანი არასოდეს იტყვის რომ ბმვ_შ რამე დადებითი აქვს, გარდა დიზაინისა და კომფორტისა, თუმცა ეს მანქანის შეფასების მეათასე ხარისხოვანი კრიტერიუმებია, მაგ კრიტერიუმებით უფრო ახალგაზრდები და "უცოდინრები" მაგრამ თავიანთი ჭკუით მანქანის მოყვარულები აფასებენ.