ე.ი. მოდი მე შენ ტექსტს დაგიწერ, რომელიც ჩემს სიყვარულს ეძღვნება და მერე შენ დააკორექტირე შენს პონტს რომ შეეფერებოდეს!
აი ამ ადამიანს ეძღვნება ეს სიტყვები, ყველაზე საყვარელ და ლამაზ არსებას მთელ მსოფლიოში!!!
ნინო, მთელ ჩემს ცხოვრებას შენ გითმობ, შენ გიძღვნი, შენთვის ვარსებობ! ყველა ჩემი ფიქრები, ნატვრები, ოცნებები, აზრები მხოლოდ შენთანაა დაკავშირებული, და მხოლოდ შენ ხარ ის ადამიანი რომელთანაც დარწმუნებული ვარ რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში უბედნიერესი ვიქნები! ცჰემი გული, ჩემი თავი შენ გეკუთვნის! ყოველი შენი მოძრაობა, შენი სახის ყოველი დეტალი, შენი გარეგნობა ჩემთვის იდეალურია! შენი ხასიათი, შენი მოპყრობა, შენი ღიმილი, ყველაფერი მიყვარს შენში! მთელ ჩემს სიცოცხლეს შენ გიძღვნი! იცი მე რას ვგრძნობ? სიყვარულს! რა არის სიყვარული? შენ ხარ სიყვარული ჩემო სიცოცხლე! სიყვარული... რამდენი რაღაც არის ამ გრძნობაში დიდი დოზით! მიყვარხარ ჩემთვის ნიშნავს რომ ვზრუნავ შენზე, პირველ ადგილას ხარ და ყველაზე დიდ ყურადღებას შენ გაქცევ, ყველაზე მეტად მეშინია შენი დაკარგვის, არა იმიტომ რომ მარტო დავრჩები, არამედ იმიტომ რომ შენ დაგკარგავ, ყველაზე იდეალურ ადამიანს ჩემს მსოფლიოში და არც შევეცდები შენსნაირის პოვნას იმიტომ რომ მეორე შენსნაირი არ არსებობს! ყველაფერი რასაც ვაკეთებ შენთვის, ჩვენთვის ვაკეთებ ჩვენი მომავალი რომ რელური იყოს! მიყვარხარ! და ეს ნიშნავს რომ მხოლოდ შენი ვარ! მე უკვე გადავწყვიტე ვის უბოძო ჩემი სიცოცხლე, ვინ არის ჩემი სიცოცხლის ღირსი და ეს შენ ხარ! შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოს ჩემი ლაპარაკი, მაგრამ ჩემი გულიდან მოდის ეს სიტყვები და მე ამას მართლა ვგრძნობ რასაც გეუბნები. ყოველთვის თვალების წინ შენ მიდგახარ, შენი ხმა ჩამესმის, შენს არომატს ვგრძნობ და შენს შეხებას ვგრძნობ! ეს გრძნობა ყოვლისმომცველია ჩემში და მთელი არსებით, მთელი სულით და გულით მიყვარხარ! ამას ვგრძნობ შენს მიმართ სიცოცხლე და თავდავიწყებით მიყვარხარ! უშენოდ სიცოცხლე ჩემთვის წარმოუდგენელია! კიდევ ერთხელ გეტყვი რომ იყვარხარ და შენ ალბათ ხვდები თუ რას ნიშნავს ეს გრძნობა ჩემთვის!