sashemosavlo gadasaxadi kvlav shemcirdeba - Geo Ad™ Forum
Friday, 2014-10-24, 12:42
Welcome Guest | RSS
[New messages · Members · Forum rules · Search · RSS ]
Page 1 of 11
Forum moderator: san_i, GeoAd, shako0lp, zvio 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Biznesi » sashemosavlo gadasaxadi kvlav shemcirdeba
sashemosavlo gadasaxadi kvlav shemcirdeba
san_iDate: Thursday, 2008-01-10, 14:40 | Message # 1
Major-general
Group: Moderators
Messages: 331
Reputation: 7
Status: Offline
სოციალური გადასახადი 5 ან 10%-მდე უნდა შემცირდეს, მოგების - 10%-მდე

საარჩევნო გამარჯვებაში დარწმუნებული მთავრობა, პირველი სამუშაო დღეს უამრავი ინიციატივით გამოივდა. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი იყო საშემოსავლო გადასახადების მკვეთრად შემცირება, რამაც ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
ეკონომისტებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების ტემპები არ მოსწონთ. მათი აზრით, ასეთი დადებითი ინიციატივები რეალობაში მალევე უნდა განხორციელედეს.

საშემოსავლო გადასახადი 5 წლის განმავლობაში 15 პროცენტამდე შემცირდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ განაცხადა. ეს გადასახადი ამჟამად 25 პროცეტს შეადგენს.

გურგენიძის განცხადებით, ორი თვის განმავლობაში მომზადდება გრაფიკი, თუ როგორ მოხდება აღნიშნული გადასახადის შემცირება.
- ”იგეგმება საგადასახადო წნეხის სერიოზული შემცირება. 2009 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდება გადასახადი საპროცენტო შემოსავალზე, რომელიც მიღებულია ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ან საჯარო ბრუნვაში მყოფი ობლიგაციებიდან”.

- ”ასევე, გაუქმდება 2009 წლის პირველი იანვრიდან გადასახადი დივიდენდებზე. შედეგად ჩვენ მივიღებთ გადასახადების სრულიად უპრეცენდენტო რეჟიმს”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომლის გრძელვადიანი გეგმის მთავარი ნაწილია ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება და საფინანსო ცენტრის შექმნა საქართველოში.
საერთოდ, ექსპერტული გათვლებით, სოციალური გადასახადი 5 ან 10%-მდე უნდა შემცირდეს, მოგების გადასახადი 10%-მდე, საშემოსავლო გადასახადი კი დიფერენცირებული გახდეს, ანუ 100-ლარიანი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს და 100 ლარის ზევით კი ზრდის შესაბამისად დაიბეგროს.


Bank Of Georgia
 
BizneselitaDate: Thursday, 2008-01-10, 18:58 | Message # 2
Group: Removed





happy რაღაც ვერ გავიგე საშემოსავლო გადასახადი იყო 12% და 15მდე თუ შემცირდა ანუ გაიზდება? happy

Added (2008-01-10, 8:56 Am)
---------------------------------------------
და მოგების გადასახადი კიდე იყო 8% და 10%მდე უნდა "შემცირდეს" happy

Added (2008-01-10, 8:58 Am)
---------------------------------------------
თუ შეიძლება წყარო დადეთ რო ვნახოთ

Message edited by Bizneselita - Thursday, 2008-01-10, 18:54
 
Geo Ad™ Forum » Tematuri Ganyopileba » Biznesi » sashemosavlo gadasaxadi kvlav shemcirdeba
Page 1 of 11
Search:

Copyright MyCorp © 2014 Free web hosting - uCoz